FM97.5 / LIVE

‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’

მთავარისაზოგადოება 03.03.2016
დედის დღე, 3 მარტი, რომელიც საქართველოში უქმე იყო, არაფრით ყოფილა გამორჩეული ახალციხის ბაზარში მოვაჭრე დედებისთვის. ამ დღეს მათ არც დაისვენეს და მყიდველის სიმცირის გამო, არც მუშაობით დარჩნენ კმაყოფილი. ნახეთ, დედები ახალციხის ბაზრიდან.

‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
მარინა ჩილინგარაშვილი მეათე წელია დედის დღეს ღია ცის ქვეშ, ახალციხის აგრარულ ბაზარში ხვდება. ამბობს, რომ ცხოვრების სირთულემ დედობა დაავიწყა: „ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ. გული მაინც გრძნობს, რომ დედა ხარ. ბავშვს იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ყვავილი მომართვას. დაახლოებით 10 წელია ბაზარში ვდგავარ. ძნელია ცხოვრება, რა ვქნათ“.


‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
ირინა კაპანაძე 20 წელია ვაჭრობს: „დღეს აქ უნდა ვიდგეთ? დღეს უნდა ვისვენებდეთ! მაგრამ ჩვენი სამსახური ყოველდღიურია, ყოველ სამ მარტს აქ მიხდება ყოფნა. ვისურვებდი, რომ ჩემი ასაკის ქალბატონი აქ არ იდგეს. აღარ გვინდა ბაზარი, ზამთარ– ზაფხულ რომ გარეთ იქნები, ეს ნორმალურია?! მინდა, რომ მთელი საქართველო უკეთესობისკენ წავიდეს“.


‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
რუსუდან კაპანაძისთვის დედის დღე შვილების კარგად ყოფნას ნიშნავს და ამ დღესაც იმიტომ მუშაობს, რომ შვილები კარგად ჰყავდეს: „რა ვქნა, 13 წელია აქ ვმუშაობ. დღევანდელი დღე ბედნიერების დღეა, ჩვენ შვილებისთვის ვცხოვრობთ“.


‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
ზინაიდა ნატრიაშვილისთვის დედის დღე არ არსებობს. ზინაიდა სიტყვაძუნწია: „ვისურვებდი, რომ ასეთი წვალებით არავის ეცხოვროს“.



‘ცხოვრება ისეთი ძნელია, ისიც კი დაგვავიწყდა, რომ დედები ვართ’
ვენერა ირიციანს დედის დღე პირველმა ბაზარში მოვაჭრე ქალბატონებმა მიულოცეს. აქ ყოველდღე იმისთვის მოდის, რომ პურისა და წამლის ფული ჰქონდეს: „დღეს ყველა სახლში ზის, მე პენსიონერი ვარ, პენსია წამლებში არ მყოფნის და აქ იმისთვის, ვარ რომ წამლები ვიყიდო. მომავალ წელს თუ ცოცხალი ვიყავი, დედის დღეს ყველას მე მივულოცავ პირველი“.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში კარანტინში მყოფებს დედის დღე მიულოცეს [ფოტო]
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
საქართველოში დედის დღე აღინიშნება
დედის დღე ახალციხეში [Photos]
სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა მშობლებს დედის დღე მიულოცეს
როგორ აღნიშნეს მესხეთში დედის დღე
დედის დღე ახალციხეში [Photo]