FM97.5 / LIVE

'ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს' – EMC-ს ადგენში მომხდარს აფასებს

მთავარისაზოგადოება 02.03.2016
"ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს და სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის საჭიროებას აჩვენებს" – ნათქვამია ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებაში, რომელიც გუშინ, გვიან ღამით გამოქვეყნდა.

'ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს' – EMC-ს ადგენში მომხდარს აფასებს

შეფასებაში ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) სოფელ ადიგენში (ადიგენის მუნიციპალიტეტი) 29 თებერვალსა და 1 მარტს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს დროულად უზრუნველყოს მუსლიმი თემის დარღვეული უფლებების აღდგენა, სეკულარიზმის, კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვით.

EMC წარმომადგენლები და იურისტები სოფელ ადიგენში გუშინ, 1 მარტს ჩავიდნენ და მიმდინარე პროცესები ადგილზე შეისწავლეს. როგორც ორგანზიაციაში აცხადებენ, მათ მოისმინეს განმარტებები ადგილობრივი ხელისუფლებისგან და მოსახლეობისგან.

როგორც ორგანიზაციის შეფასებაში ვკითხულობთ, 2015 წლის მაისში სოფელ ადიგენის მუსლიმი თემის წარმომადგენლებმა ხელმოწერები შეაგროვეს და ერთობლივი განცხადებით ადიგენის გამგეობას სასაფლაოსთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის მოთხოვნით მიმართეს. 2016 წლის 25 თებერვალს აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ დადებითი ხასიათის ზოგადი რეკომენდაცია გასცა. იმავე წლის 29 თებერვალს მუსლიმი და ქრისტიანი თემის წარმომადგენლები სასაფლაოს საკითხზე მოლაპარაკების მიზნით ორჯერ შეიკრიბნენ სოფელში. პირველი შეკრება სიტყვიერი შელაპარაკებით დასრულდა. საღამოს კი გამგებელმა მხარეები კიდევ ერთხელ დაიბარა სოფლის დასაწყისში, საკითხის განსახილველად.

განცხადების მიხედვით, შეკრებიდან დაახლოებით 20 წუთში შეკრების ადგილზე ადგილობრივების ჯგუფი მივიდა, რომელიც თავს მართლმადიდებელ მრევლს მიაკუთვნებს: "მათ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ისლამოფობიური ენა გამოიყენეს, მუსლიმებს თათრებს უწოდებდნენ და ქართული სოფლის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. ჯგუფს ერთ-ერთი მუსლიმის მიმართ, რომელიც პირველი შეხვედრის დროს მუსლიმური სასაფლაოს საკითხის განხილვაში აქტიურად იყო ჩართული ფიზიკური ძალადობის მცდელობა ჰქონდათ. მუსლიმს, რომელსაც ხუთი თვის წინ გულის ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მუსლიმი მეზობლები გადაეფარნენ და თავდამსხმელებს მისი ცემის შესაძლებლობა არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ მას ფიზიკური დაზიანებები არ მიუღია, სტრესული ინციდენტისგამო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. როგორც თვითმხილველი მოწმეები უთითებდნენ, ძალადობრივი თავდასხმის დროს ფიზიკური დაზიანება ორმა მუსლიმმა მიიღო, ერთს თავი აქვს გატეხილი, მეორეს კი თვალზე აღენიშნება ჰემატომა. თავდასხმის ეპიზოდი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. თავდასხმის მომენტში ადგილზე იმყოფებოდა გამგებელი, თუმცა, მას რაიმე სახის რეაგირება არ მოუხდენია. ადგილობრივი მუსლიმების თქმით პოლიციასა და სასწარაფო დახმარების მანქანას ისინი თვითონ დაუკავშირდნენ".

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, 29 თებერვალს მომხდარ ინციდენტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის (დევნა) საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დაზარალებული პირები და მოწმეები ამ ეტაპზეც იკითხებიან. EMC-ს ადვოკატის ინფორმაციით, რომელიც ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) ადვოკატთან ერთად, მოწმეების დაკითხვაში მონაწილეობს, მოწმის სტატუსით ასევე იკითხებიან ის ქრისტიანი პირები, რომლებიც სხვა მოწმეების თქმით, სავარაუდოდ მუსლიმების მიმართ ძალადობრივ თავდასხმაში მონაწილეობდნენ. გამოძიებას ამ დრომდე დაზიანებული პირებისთვის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია და არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებია.

EMC-ს შეფასების მიხედვით, ინციდენტიდან მეორე დღეს, სოფელში მობილიზებულმა პოლიციამ მხარეების დაშორიშორება და ესკალაციის პრევენცია უზრუნველყო. ადგილზე ასევე გამოცხადდა სოფლის გამგებელი, მისი განცხადებით საფლავთან დაკავშირებული პრობლემა მხარეთა შეთანხმებით უნდა გადაწყდეს და სახელმწიფო მათ ამ პროცესისთვის სათანადო სივრცეს შეუქმნის. გამგებელს არ დაუზუსტებია მოლაპარაკაბების ფორმატი და იმ თანამდებობის პირების ვინაობა, რომლებიც მედიაციაში ჩაერთვებიან. დღის ბოლოს ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირების შეხვედრაც შედგა, რომლებმაც საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის სურვილი და მზაობა დაადასტურეს.

"სოფელ ადიგენში გამოვლენილი ძალადობა, უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ისლამოფობიური მოტივით ჩადენილი ძალადობის მე-7 მძიმე შემთხვევაა (ნიგვზიანის, წინწაყაროს, სამთაწყაროს, ჭელას, ქობულეთისა და მოხეს მოვლენების შემდეგ). ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს და სახელმწიფო პოლიტიკის ფუნდამენტური გადახედვის საჭიროებას აჩვენებს.

ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევაში ადგილობრივი დომინანტი რელიგიური ჯგუფი ეთნო-რელიგიური ნაციონალიზმის იდეოლოგიას იყენებდა, რომელიც საჯარო სივრცის პრივატიზებასა და საკრალიზებას ახდენს და სხვა რელიგიური იდენტობის მქონე ჯგუფების საჯარო რეპრეზენტაციას გამორიცხავს", – ვკითხულობთ შეფასებაში.

EMC მიიჩნევს, რომ რელიგიური ძალადობების აღნიშნული ჯაჭვი არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური, დისკრიმინაციული და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია, რომელიც ტოტალურ შეუწყნარებლობასა და რელიგიურ ძალადობას აწარმოებს: "მსგავსი ძალადობის ფაქტები ზიანს აყენებს სამოქალაქო მშვიდობასა და ქართველი მუსლიმი თემის მარგინალიზაციის პროცესს აღრმავებს.

ადგილობრივი და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა ანგარიშებში აღნიშნულია, რომ სახელმწიფომ აქამდე გამოვლენილი ძალადობების მიმართ ეფექტური გამოძების ჩატარება და დამნაშავეების დასჯა არ უზრუნველყო.

რელიგიური ძალადობის უკანასკნელ ინციდენტებში კი, სახელმწიფომ ფაქტობრივად უარი თქვა მუსლიმი თემის უფლებების რეალიზებაზე და მუსლიმი თემის უფლებების სრული უგულებელყოფის ხარჯზე, კონფლიქტების კონსერვირებას შეუწყო ხელი (მაგ:სამთაწყაროში, ქობულეთში, მოხეში)"..

EMC–ში მიიჩნევენ, რომ ყველა ზემოთ მითითებულ შემთხვევაში სახელმწიფომ დავების გადაწყვეტა საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში, არა უფლებრივ ჩარჩოში განახორციელა, არამედ მათი მოგვარება მხარეებსა და სასულიერო პირებს გადაანდო: "პროცესების შეფასების დროს სახელმწიფოს წარმომადგენლები არსებული რეალობის გადასაფარად კონსპირაციის პოლიტიკურ თეორიებს ხშირად იყენებდნენ. საკითხების სამართლებრივი ჩარჩოდან გატანა, პროცესების პოლიტიზირებას ხელსუწყობს, რაც მუსლიმი თემისთვის თითქმის შეუძლებელს ხდის საკუთარი უფლებებით თანასწორ პირობებში ისარგებლოს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების გზით პრობლემების გადაწყვეტა რეალურად პროცესების გაჭიანურებასა და კონსერვირებას იწვევს, რასაც ყველაზე ნათლად მოხის მოვლებთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის არაეფექტური საქმიანობა აჩვენებს. მხარეებს შორის არსებული იერარქიული მიმართებების გათვალისწინებით, რომელშიც დომინანტი ქრისტიანი თემი პოლიტიკური და სოციალური პრეფერენციებით სარგებლობს, მუსლიმი თემი კი განგრძობადი, სისტემური ჩაგვრისა და მარგინალიზაციის მსხვერპლია, მხარეებისთვის პრობლემების მოგვარების გადანდობა საფუძველშივე უსამართლოა".

EMC მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს შეუძლია პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში მედიაციის სხვადასხვა საშუალებების გამოყენებით მხარეებს შორის ნდობა აღდგინოს. თუმცა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან საკუთარი ვალდებულებების შეუსრულებლობისა და უმცირესობების უფლებების უგულებელყოფის, მათი გაუმართლებელი შეზღუდვის ხარჯზე არ უნდა გაკეთდეს: "მხარეებს შორის ნდობის აღდგენის და მოლაპარაკებების პროცესმა არ შეიძლება ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვის აუცილებლობა ჩაანაცვლოს".

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე დღეებში სოფელ ადიგენში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, EMC მოუწოდებს:

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას
უზრუნველყოს საქმეზე დროული და ეფექტური გამოძიების ჩატარება, დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და ადეკვატური პასუხისმგებლობის დაკისრება;

შინაგან საქმეთა სამინისტროს
მიიღოს ადეკვატური ღონისძიებები სოფელ ადიგენში შესაძლო ძალადობის პრევენციისა და არსებული ესკალაციის ნეიტრალიზების მიზნით. საკუთარი კომპეტენციების განხორციელების დროს კი პოლიციამ მკაცრად დაიცვას რელიგიური ნეიტრალიტეტის, ობიექტურობისა და თანასწორობის პრინციპები;

ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობას
თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის იზოლირებული მიწის ნაკვეთის გამოყოფა და კეთილმოწყობა, სოფელში მუსლიმური სასაფლაოს გახსნის მიზნით. მის პირდაპირ კომპეტენციებს მიკუთნებული საკითხების გადაწყვეტა არ გადაანდოს მხარეებს და გადაწყვეტილებების მიღების დროს მკაცრად დაიცვას სეკულარული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები.

საქართველოს მთავრობას
სოფელ ადიგენში გამოვლენილი კონფლიქტისა და სასაფლაოსთვის მიწის გამოყოფის საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტის შემთხვევაში, უზრუნველყოს მხარეებს შორის მაღალი პოლიტიკური დონის მედიაცია და ამ კუთხით სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესის დაგეგმვა, მათ შორის, აღნიშნულ პროცესში საქართველოს სახალხო დამცველისა და მთავრობის ადამიანის უფლებათა სამდივნოს მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტს
სათანადო შეფასება მისცეს სოფელ ადიგენში მიმდინარე მოვლენებს და განახორციელოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლი შესაბამისი სახელმწიფო უწყებების საქმიანობაზე.

შეგახსენებთ, სოფელ ადიგენში დაპირისპირება სასაფლაოს გამო ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს, 2 მარტს, დილით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა მოლაპარაკება, რომელზეც მხარეები საერთო სასაფლაოზე ტერიტორიის გამიჯვნისა და ორი სხვადასხვა შესასვლელის გაკეთების შესახებ შეთანხმდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა
TDI სოფელ ადიგენში მუშაობისას ხელისშეშლაზე საუბრობს
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ