FM97.5 / LIVE

EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს

მთავარისიახლე, საზოგადოება 10.12.2016
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესებულია და მიმდინარე წელს ეს ტენდენცია კვლავ შენარჩუნდა. რელიგიური ძალადობის შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს.

EMC: მოხეს კონფლიქტი მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აფასებს ადამიანის უფლებების მდგომარეობას საქართველოში 2016 წელს. ანგარიშში საუბარია თანასწორობის პოლიტიკაზეც.

ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის თებერვალში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ კიდევ ერთი რელიგიური კონფლიქტი გამოვლინდა სოფელ ადიგენში. სოფლის სასფლაოსთან დაკავშირებით დაწყებული დავას დომინანტი რელიგიური თემის წარმომადგენლების მხრიდან მუსლიმებზე ძალადობრივი თავდასხმა მოჰყვა, რაც შეუწყნარებლობისა და რელიგიური ძალადობის ესკალაციაზე მიუთითებს. აღნიშნული კონფლიქტი 2012 წლის შემდეგ მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი მეშვიდე კონფლიქტი იყო და ის მუსლიმი თემის დისკრიმინაციის სისტემურობაზე მიუთითებს და არსებითად სახელმწიფოს არაეფექტური და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. სოფელი ადიგენის საქმეზე, ისევე როგორც სხვა რელიგიური ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფომ არ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება, რაც დაუსჯელობის გარემოს ქმნის და ახალისებს შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებს. არაეფექტიანი პრევენციისა და გამოძიების პოლიტიკის კუთხით ხაზი უნდა გაესვას იეჰოვას მოწმეების მიმართ შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების ჩადენის ზრდის ტენდენციას.

"პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული უწყების – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) საქმიანობას თითქმის არც ერთი მიმართულებით პოზიტიური ცვლილებები არ მოჰყოლია. წინა წლებში გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტები კვლავ გადაუჭრელი და ფაქტობრივად კონსერვირებულია (სამთაწყარო, ქობულეთი, მოხე). მოხეში მდებარე საკულტო-ნაგებობასთან დაკავშირებით დაწყებული დავის გადაწყვეტის მიზნით სააგენტოს მიერ შექმნილმა კომისიამ, 2 წლიანი მუშაობის შემდეგ არ უზრუნველყო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლა (არსებითად რისთვისაც ის შეიქმნა) და მთავრობამ შენობა კვლავ „სადავო საკულტო ნაგებობის“ სტატუსს დაუქვემდებარე. სააგენტოს მიერ უსამართლო, არაგამჭვირვალე და ილუზორული მექანიზმის შექმნამ მოხეში რელიგიურ თემებს შორის გაუცხოება და დაპირისპირება კიდევ უფრო გააღრმავა და საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების რესტიტუციაზე/დაბრუნებაზე პოლიტიკური ნების არ არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა", – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ ყოველგვარი საჯარო ინტერესით დასაბუთების გარეშე, ათეულებით უძრავ ქონებას გადასცემს მართლმადიდებელ ეკლესიას, მუსლიმი თემის არა ერთი მოთხოვნების მიუხედავად, მთავრობამ არ უზრუნველყო ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის მიწის გამოყოფა, რაც მუსლიმი თემისთვის, რომელიც ათეულობით წლების განმვლობაში ღია ცის ქვეშ ლოცულობს, განსაკუთრებით ტრავმატული აღმოჩნდა.

EMC მოუწოდებს ხელისუფლებას, ყოველდღიურ პოლიტიკაში მკაფიოდ დაიცვას კონსტიტუციონალიზმის, ადამიანის უფლებების დაცვისა და პლურალზმის პრინციპები, რომელიც კონსტიტუციური უმრავლესობის პირობებში კრიტიკულად არსებითია. ამასთან, მნიშვენელოავანია სახელმწიფომ განახორციელოს ქმედითი რეფორმები სახელმწიფო ინსტიტუტების რეფორმირებისა და დისკრიმინირებული და ჩაგრული სოციალური ჯგუფების უფლებების დაცვის, ასევე სოციალური კეთილდღეობისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

EMC ადამიანის უფლებების მდგომარეობას აჯამებს
EMC  'მოხეს კომისიის'  გადაწყვეტილებას მუსლიმების  დისკრიმინაციად აფასებს
არასამთავრობოები ხელისუფლებას მოუწოდებენ შეაჩეროს მუსლიმი თემის რელიგიური დევნა
GDI: მოუწოდებთ სახელმწიფოს შეწყვიტოს დისკრიმინაციული პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ
'ძალადობების ციკლი პრობლემის სისტემურობაზე მიუთითებს' – EMC-ს ადგენში მომხდარს აფასებს
ე.წ. მოხეს კომისიის გადაწყვეტილებაზე დღეს  მუსლიმები განცხადებას გაავრცელებენ
ჭელასა და მოხეში მიმდინარე მოვლენები EMC–ს შეფასებებში მოხვდა