FM97.5 / LIVE

TDI სოფელ ადიგენში მუშაობისას ხელისშეშლაზე საუბრობს

მთავარისაზოგადოება 01.03.2016
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) ადიგენის მუნიციალიტეტის სოფელ ადიგენში, გუშინ მომხდარ დაპირისპირებას სწავლობს. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დღეს ადგილობრივმა ქრისტიანებმა მათი საქმიანობისთვის ხელის შეშლა სცადეს.

TDI სოფელ ადიგენში მუშაობისას ხელისშეშლაზე საუბრობს
სოფელი ადიგენი, 1 მარტი. ფოტო: "სამხრეთის კარიბჭე"

ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) სწავლობს სოფელ ადიგენში მუსლიმთა წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის ფაქტებს და არსებულ ვითარებას. TDI-ს იურისტები ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან, ხვდებიან დაზარალებულებს და მათ სამართლებრივ დახმარებას უწევენ.

ცოტა ხნის წინ, როდესაც TDI-ს თანამშრომლები ერთ-ერთი დაზარალებულის სახლში იმყოფებოდნენ და ახსნა-განმარტებებს იღებდნენ, შენობაში შეიჭრა აგრესიულად განწყობილი სამი პიროვნება. მათი გაღიზიანება ადგილზე TDI-ს იურისტების ყოფნამ გამოიწვია. აცხადებდნენ, რომ „სოფელი თავის სამართალს თვითონ გადაწყვეტს“. ადგილზე გამოძახებული იქნა პოლიცია, რომელმაც აღნიშული პირები გაარიდა ადგილიდან.

TDI-ის ერთი იურისტი ამ წუთებში ესწრება დაზარალებულების დაკითხვას, ხოლო მეორე იურისტი მოწმეებისგან ახსნა-განმარტებებს იღებს.
ა.წ. 29 თებერვალს სოფელ ადიგენში მუსლიმი თემის სამ წარმომადგენელს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მუსლიმი თემის განცხადებით, მათ ადგილობრივი მართლმადიდებელი თემის წევრები დაესხნენ თავს. დაპირისპირება სოფელ ადიგენში მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის საკითხს მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან მუსლიმთა დევნის, რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის შეშლისა და მათი უფლებების დარღვევის არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი (ნიგვზიანი, წინწყარო, სამთაწყარო, ჭელა, ქობულეთი, მოხე). სახელმწიფოს არცერთ აღნიშნულ შემთხვევაში არ მოუხდენია ადეკვატური რეაგირება და არ დამდგარა არცერთი პირის პასუხისმგებლობის საკითხი", – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 29 თებერვალს, სოფელ ადიგენში ადგილობრივი მუსლიმი და ქრისტიანი თემი ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა ერთმანეთს, შემდეგ კი ფიზიკურად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 156–ე, დევნის მუხლით დაიწყო.

[ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდება ადიგენში რელიგიური კონფლიქტის მეორე დღეს
მუსლიმთა სამმართველო: ადიგენში მომხდარი ფაქტი ხელოვნურად არის ინსპირირებული
აშშ–ს ელჩი ადიგენში მომხდარზე: ეს არ შეუწყობს ხელს ტოლერანტობის ატმოსფეროს
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
დღის ფოტო: ქრისტიანი და მუსლიმი სოფელ ადიგენში დაკრძალვისთვის სადილს ამზადებენ
ომბუდსმენი: 'დაუსჯელობამ ბიძგი მისცა ახალ ინციდენტს რელიგიურ ნიადაგზე'