FM97.5 / LIVE

მამა ანთიმოზი: ‘მივცეთ მუსლიმებს საშაულება ცალკე სასაფლაო გააკეთონ’

მთავარისაზოგადოება 29.02.2016
ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვარი მამა ანთიმოზი აცხადებს, რომ მუსლიმების მოთხოვნა ცალკე სასაფლაოს გახსნის შესახებ, არა სწორია, თუმცა, უნდა დაკმაყოფილდეს.

მამა ანთიმოზი: ‘მივცეთ მუსლიმებს საშაულება ცალკე სასაფლაო გააკეთონ’

ჭულეს მამათა მონასტრის წინამძღვრის, მამა ანთიმოზის განცხადებით, ის რაც დღეს, 29 თებერვალს, სოფელში მოხდა, სამწუხაროა. მისი თქმით, მუსლიმები ცალკე სასაფლაოს მოსაწყობად ტერიტორიას არასწორად ითხოვენ, რადგან სოფელში ნებისმიერი აღმსარებლობის ადამიანი ერთად უნდა დაიკრძალოს.

„რაც არ უნდა იყოს, სოფელში კაცი რომ შედის საცხოვრებლად, იმას დასაფლავება სჭირდება. შექმნილ ვითარებაში, გამოსავალს იმაში ვხედავ, რომ მივცეთ მუსლიმებს საშუალება ცალკე სასაფლაო გააკეთონ, ოღონდ იქ მერე მეჩეთი და სალოცავი არ უნდა ააშენონ“, – ამბობს მამა ანთიმოზი და ამატებს, რომ არაა ეკლესია იმის მომხრე, რაიმე შეხლა–შემოხლა და დაძაბულობა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ვითარება დღეს, 29 თებერვლას დილიდან დაიძაბა. საღამოს კი კონფლიქტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. არიან დაშავებულები. შსს–მ მომხდარზე მოკვლევა დაიწყო.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში შეკრებილი მუსლიმები იშლებიან
ადიგენში ბეგლარ ქამაშიძეს ელოდებიან
მეუფე თეოდორე: ეკლესია გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობრივ ქმედებას
დასავლეთ საქართველოს მუფთი ჭელაში მუსლიმებს ხვდება
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა