FM97.5 / LIVE
რისტიანებისა და მუსლიმების დავა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.">

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა

მთავარისაზოგადოება 29.02.2016
დღეს, 29 თებერვალს, სოფელ ადიგენში, სასაფლაოს ადგილის გამო დაწყებული ქრისტიანებისა და მუსლიმების დავა, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა

ვითარება ადიგენში საღამოს, დაახლოებით 19:00 საათისთვის, მას შემდეგ დაიძაბა, რაც სოფელში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე მივიდა.

როგორც ქრისტიანი ზურაბ ტაბიძე აცხადებს, გამგებელი ადგილობრივებმა თავად აიყვანეს: „დღესვე გადავწყვიტოთ რა როგორ იქნებაო. ვუთხარი მათ, რომ სოფელში ქვევით ბიჭები სვამდნენ და ამის გამო ვითარება დაიძაბებოდა. არ დამიჯერეს, ამოვიდა გამგებელი და ამის მერე ატყდა იქ ამბავი. მოვიდა სასწრაფო და პოლიციაც“.

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა მუსლიმი თემის წარმომადგენლების თქმით, გამგებელი ზაქარია ედნელაძე სოფელში მათთან იმის გასარკვევად მივიდა, თუ რა ადგილზე გამოეყო მიწა სასაფლაოებისთვის.

„ადგილს ვარჩევდით. თან საუბარი იყო იმაზე, რომ ქრისტიანების სასაფლაოსთვისაც კი არ არის ადგილი იქ, სადაც ახლა მათ ასაფლავებენ. ამიტომ გვთავაზობდა, ერთი ადგილი გამოვყოთ ორივესთვისო. თან გვკითხა, ორივემ ერთად რომ დაასაფლავოთ, რა მოხდებაო“, – გვიყვება ადიგენში მცხოვრები მუსლიმი ავთანდილ იაკობაძე.

მისი თქმით, ვიდრე კონკრეტულ ადგილზე შეთანხმდებოდენ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ქრისტიანები მათ თავს დაესხენენ: „მთვრალები მოვარდნენ. არაფერი უთქვამთ, არც უკითხავთ, ისე გადმოვიდნენ იერიშზე“.

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა როგორც როინ იაკობაძე ამბობს, იგი ცუდად გახდა და მეზობლებმა სახლში წაიყვანეს. მას შემდეგ კი ადგილზე ქრისტიანებმა მუსლიმები სცემეს.
„თვალი მაქვს დალურჯებული, არ ვიცი კონკრეტულად რომელმა დამარტყა, იქ ისეთი ამბავი იყო, ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი“, – ამბობს მუსლიმი დავით შავაძე.

მისი თქმით, მსუბუქად არაერთი ადგილობრივი დაშავდა. მათ შორის ყველაზე მეტად ავთანდილ იაკობაძე დაზიანდა.

„თავი მაქვს გატეხილი. არ ვიცი რა მომხვდა, გამეტებით მირტყამდნენ, გონება დავკარგე და სასწრაფომ საავადმყოფოში გადამიყვანა“, – ამბობს ავთანდილ იაკობაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. გამორთულია ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის მამუკა კალანდაძის მობილური ტელეფონიც. სოფელ ადიგენში გამგებლის წარმომადგენელმა გიორგი სოფრომაძემ კი გვითხრა, რომ მისი მეგობრის ბაბუა გარდაიცვალა და ტელეფონი გაგვითიშა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ირწმუნება, რომ სოფელ ადიგენში დღეს საღამოს ხალხი შეთანხმდა, ასე რომ თვითმმართველობას გადსაწყვეტი აღარაფერი აქვს: „მით უფრო, საკრებულოს განსახილველი არაფერია“.

ადიგენში მუსლიმებისა და ქრისტიანების დავა შეხლა–შემოხლით დასრულდა ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, სამართალდამცავების ჩარევა საჭირო არ გამხდარა: „ამ ეტაპზე ადიგენის რაიონული სამმართველომ მომხდარის შესწავლა დაიწყო, თუ დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, გამოძიებაც დაიწყება“.

სოფელში პოლიცია ამ დრომდე რჩება.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთს სიტყვიერად დღეს, 29 თებერვალს დილით დაუპირისპირდნენ. ქრისტიანებმა რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს რეკომენდაცია გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ადიგენის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს სოფელში სასალფაოსთვის ადგილი უნდა გამოუყოს.

სოფელში სადაც 100 კომლიდან 20 მეტი აჭარიდან გადმოსახლებული მუსლიმია, სასაფლაოს პრობლემა წლებია აქვთ. აქ გარდაცვლილები გასულ წლებში ეზოებში დაასაფლავეს, შარშან კი ერთ–რთი მუსლიმი მეზობელ სოფელში გადაასვენეს: ქრისტიანებმა თავისუფალ ადგილზე მისი დასაფლავება გააპროტესტეს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებას EMC შეისწავლის
ადიგენში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
ადიგენში მუსლიმების სასაფლაოსთვის ადგილი უნდა გამოიყოს
ადიგენში  სასაფლაოს ტერიტორიას ათვალიერებენ
სოფელი ადიგენი ორად გაიყო – მხარეებს მოლაპარაკებას სთავაზობენ
შსს–მ ადიგენში მომხდარ რელიგიურ დაპირისპირებაზე საქმე აღძრა
სამცხე–ჯავახეთის მუფთი ადიგენში რელიგიურ დაპირსპირებაზე რეაგირებას პრემიერისგან ელის