FM97.5 / LIVE
გაითიშა ოთხი თვით ახალციხის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებული თავისუფალი WIFI, კომპანია „დელტა–ნეტისა“ და პარკში მომუშავე კერძო მეწარმის ორი განსხვავებული ვერსია.">

რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, პარკში თავისუფალი WIFI ჩაირთო

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 29.02.2016
რატომ გაითიშა ოთხი თვით ახალციხის ცენტრალურ პარკში დამონტაჟებული თავისუფალი WIFI, კომპანია „დელტა–ნეტისა“ და პარკში მომუშავე კერძო მეწარმის ორი განსხვავებული ვერსია.

რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, პარკში თავისუფალი WIFI ჩაირთო

გაზაფხულს ახალციხის ცენტრალური პარკი ისევ თავისუფალი, უკაბელო ინტერნეტით შეხვდება. WIFI ,რომელიც ზამთარში გათიშული იყო, უკვე ჩართულია.

ინტერნეტის პროვაიდერ კომპანია „დელტა – ნეტში“ ამბობენ, რომ ინტერნეტის მიწოდება მოკლე ჩართვის გამო შეწყდა.

“WIFI ქალაქში არსებულ ერთ–ერთ ობიექტზე დამონტაჟდა. შენობა კერძო პირისაა, ამიტომ ჩვენ სპეციალური ნებართვა ავიღეთ მის დასაყენებლად. დაახლოებით სამი თვის წინ პრობლემა შეიქმნა და დროებით შეწყვეტილი იყო“, - ამბობს კომპანია „დელტა –ნეტის“ სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი გიორგი კახნიაშვილი.

შენობა, რომელზეც WIFI -ს მოდემია დამონტაჟებული, გაქირავებულია. მასში სილამაზის სალონი, ბარი და საფუნთუშეა. ერთ–ერთი ობიექტის მეპატრონე ამბობს, რომ WIFI-ს დაყენებამ ელექტროენერგიასთან დაკავშირებით პრობლემები შეუქმნა: „ჩვენი დენის ხაზზე მიაერთეს, ძალიან ბევრი გადასახადი მოგვივიდა, ავდექით და ჩვენი ხელით გავთიშეთ“.

გიორგი კახნიაშვილი ამბობს, რომ ქალაქის მერიასთან შეთანხმებით, ამ ეტაპზე მოწყობილობა ახალ ხაზზეა მიერთებული და პრობლემები აღარ შეიქმნება.

ახალციხელი ახალგაზრდები პარკში თავისუფალი ინტერნეტის არსებობას მიესალმებიან.

„ჩემთან სახლში ხშირადაა დაკავებული ინტერნეტი, ამიტომ მოვდივარ ხოლმე აქ. მისი გათიშვა, რა თქმა უნდა, შევამჩნიე, მაგრამ მიზეზი დღემდე არ ვიცი“, – გვითხრა ერთ–ერთმა მომხმარებელმა.

შეგახსენებთ, ახალციხის ცენტრალურ პარკში WIFI გასული, 2015 წლის აპრილში დამონტაჟდა. მისი დამონტაჟებისას კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ინტერნეტი დამონტაჟების წერტილიდან 50–70 მეტრის რადიუსში ვრცელდება და 200–მდე მსურველს სარგებლობა 24 საათის განმავლობაში შეუძლია.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ამ დროისთვის ინტერნეტის პაკეტი არ შეცვლილა.

„მას, რა თქმა უნდა, ფილმების საყურებლად ვერ გამოიყენებთ, მაგრამ რაიმე ინფორმაციის გასაგებად, ან სოციალური ქსელებისთვის თავისუფლად მოიხმართ“, - ამბობს გიორგი კახნიაშვილი.

[ნათია გულიაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალურ პარკში WIFI განაახლეს
ოთხი თვეა ახალციხის პარკში უფასო  wifi გათიშულია
ახალციხის პარკში უფასო wifi ერთი კვირაა გათიშულია
ახალციხის პარკში უფასო wifi-თ სარგებლობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ცენტრალურ პარკში wifi-ს ამონტაჟებენ
ახალციხის ციხესა და თამარაშვილის ქუჩაზე უფასო WIFI დამონტაჟდა
ახალციხის ორ სკვერში უფასო WIFI დაამონტაჟეს