FM97.5 / LIVE

ოთხი თვეა ახალციხის პარკში უფასო wifi გათიშულია

მთავარიეკონომიკა 22.01.2016
ახალციხის ცენტრალურ პარკში უფასო wifi გასული წლის სექტემბერში გაითიშა. კომპანია „დელტაკომში“ განმარტავენ, რომ მიზეზი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანება გახდა.

ოთხი თვეა ახალციხის პარკში უფასო  wifi გათიშულია
„სექტემბრის შუა რიცხვებში გაითიშა. ხაზი დაზიანდა, ენერგო–პროს თანამშრომლები გვყავდა მიყვანილი, სავარაუდოდ მოკლე ჩართვა მოხდა და დაწვა აპარატურაც. ჩვენ ამ ეტაპზე სხვა პროექტს ვახორციელებთ. თბილისში ვიმყოფები, რომ ჩამოვალ ამ საკითხს ქალაქის მერიასთან ერთად გავივლით“, – ამბობს "დელტაკომის" სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი გიორგი კახნიაშვილი.

მისი თქმით, დაზიანებული კაბელის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება და თებრვლიდან ახალციხის პარკში უფასო wifi–თ ისევ ისარგებლებენ: „ზამთრის პერიოდში ისეც არ იყენებენ პარკში wifi–ს, მაგრამ ერთ თვეში ეს ყველაფერი მოწესრიგდება“, – ამბობს გიორგი კახნიაშვილი.

კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ოთხი თვის განმავლობაში ამ პრობლემის მოგვარება, გიორგი კახნიაშვილი გვპასუხობს: „აღარ მივაქციეთ ყურადღება, ნაკლები იყო პარკში მსხდომი მოსახლეობა. დიდი სამუშაოებია ჩასატარებელი, მთელი აპარატურა თეატრის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს, ჩვენ სხვა პროექტსაც ვახოროცელებთ. სულ ორი ჯგუფი გვყავს და ამისთვის ვერ მოვაცდენდით, რადგან მათ სხვადასხვა სოფლებში ინტერნეტი შეყავთ“.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის ცენტრალურ პარკში უფასო wifi–ს გათიშვის ეს პირველი შემთხვევა არ არის. რამდენიმე კვირით ინტერნეტი მაისშიც გაითიშა.

ცენტრალურ პარკში პარკში უფასო wifi 2015 წლის აპრილში დაამონტაჟეს. უფასო ინტერნეტით სარგებლობა პარკის ტერიტორიაზე 200–მდე მსურველს შეუძლია. ინტერნეტი დამონტაჟების წერტილიდან 50–70 მეტრის რადიუსში ვრცელდება. აღნიშნული სამუშაოები კომპანია "დელტაკომმა" შეასრულა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის პარკში უფასო wifi ერთი კვირაა გათიშულია
ახალციხის პარკში უფასო wifi-თ სარგებლობა უკვე შესაძლებელია
ახალციხის ცენტრალურ პარკში wifi-ს ამონტაჟებენ
ახალციხის ცენტრალურ პარკში WIFI განაახლეს
ახალციხის ორ სკვერში უფასო WIFI დაამონტაჟეს
ახალციხის ციხესა და თამარაშვილის ქუჩაზე უფასო WIFI დამონტაჟდა
რამდენიმეთვიანი წყვეტის შემდეგ, პარკში თავისუფალი WIFI ჩაირთო