FM97.5 / LIVE

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]

მთავარისაზოგადოება 24.02.2016
თბილისისა და რეგიონებში მცხოვრები, პოეზიის ნიჭით გამორჩეული, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება, ერთ კრებულში გააერთიანეს.

„საქართველო ჩემი სამშობლოა" – ასე ჰქვია ლიტერატურულ კრებულს. მასში შესულია 2015 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შერჩეული საუკეთესო ნაშრომები პოეზიის ნიჭით გამორჩეული, თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შესრულებით. კრებულის რედაქტორი ლევან ღვინჯილიაა.

კრებულის პრეზენტაცია გუშინ, 23 თებერვალს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა.


სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვიდეომასალა

პრეზენტაციას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, კრებულის რედაქტორი, პროგრამის კოორდინატორები ახალგაზრდული პოლიტიკის მართვის დეპარტამენტიდან, პროექტში მონაწილე ახალგაზრდები და სპეციალურად მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

პრეზენტაციაზე საკუთარი ლექსები წაიკითხეს ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. ასევე, გაიმართა შოთა რუსთაველის პოემის „ვეფხისტყაოსანი" აუდიო სპექტაკლის პრეზენტაცია, რომელიც სამინისტროს ინიციატივით ჩაიწერა DVD დისკებზე ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციას, სამინისტრო 2012 წლიდან ახორციელებს.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდების შემოქმედება ერთ კრებულში [Photo/Video]
კრებულის პრეზენტაცია სამინისტროში.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფოტოები


[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში მულტიეთნიკური კულტურის ფესტივალი გაიმართება
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა
ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული  სკოლის’’  შესარჩევი კრეათონები გაიმართება
ბაკურიანში უსინათლოთა ჭადრაკსა და შაშში კავკასიის პირველობა მიმდინარეობს
‘გულანის’ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში
ახალციხე დღეს დათო ევგენიძეს უმასპინძლებს