FM97.5 / LIVE

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონები გაიმართება

მთავარისიახლე, განათლება 08.07.2017
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ხვალ, 9 ივლისს ახალი საგანმანათლებლო პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონები გაიმართება.

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული  სკოლის’’  შესარჩევი კრეათონები გაიმართება
ახალციხეში ღონისძიება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.

ახალი პროექტის „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ მიხედვით, შეირჩევა 40 ახალგაზრდა, რომლებიც გაივლიან ტრენინგებს, კონსულტაციებს, მენტორინგს და იმუშავებენ იდეებზე. საუკეთესო 10 პროექტი მოგვიანებით წარმოდგენილი იქნება თბილისში დემო დღეზე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პროექტის მიზანია, რეგიონში მცხოვრებმა ახალგაზრებმა აითვისონ სამეწარმეო უნარ-ჩვევები, რათა შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების გამოყენება და იდეების რეალიზიება, რაც მათ დასაქმებაში დაეხმარება.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ არის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ შექმნილი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ახალგაზრდული ინოვაციების ცენტრი. პროგრამის პარტნიორია USAID ზრდა.

„მეწარმეობის რეგიონული სკოლა“ მოიცავს სამ ეტაპს:

I ეტაპი: კრეათონები, სადაც მონაწილეები გაიცნობენ ერთმანეთს, შექმნიან ჯგუფებს და იმუშავებენ იდეებზე. ღონისძიების შედეგად მოხდება საუკეთესო გუნდების შერჩევა პროგრამის შემდეგი ეტაპისთვის.

II ეტაპი: ტრენინგები და კონსულტაციები
შერჩეული გუნდები გაივლიან მეწარმეოობის უნარების განვითარების პროგრამას, რომელიც მოიცავს:
ტრენინგებს თემებზე: როგორ დავიწყო ბიზნესი; იდეიდან პროტოტიპამდე, ონლაინ კონსულტაციები, ასევე ბიზნეს მოდელების განვითარება; ფინანსების მოძიება.

III ეტაპი: დემო დღე თბილისში
პროგრამის დასასრულს საუკეთესო გუნდები ჩავლენ თბილისში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ ხალხმრავალ ადგილზე (დიდ სავაჭრო ცენტრში) წარადგინონ საკუთარი პროდუქცია.

ახალ საგანმანათლებლო პროექტი ახალციხესთან ერთად პანკისში, გორსა და ზუგდიდში გაიმართება.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში „მეწარმეობის რეგიონული სკოლის’’ შესარჩევი კრეათონი გაიმართა
ახალგაზრდებს ბიზნეს იდეების განვითარების ღონისძიებაზე იწვევენ
შეთავაზება ახალგაზრდებს –სამეწარმეო პროექტის პრეზენტაცია ახალციხეში
„საქართველოს თასი ლაშქრობაში“ – ფინალური ეტაპი ბორჯომში გაიმართება
'რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში' მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
პროგრამის 'აწარმოე საქართველოში' ახალი ეტაპი იწყება
სამცხე–ჯავახეთში მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამაზე იმსჯელებენ