FM97.5 / LIVE

საქართველოს ავიაბაზრით ავიაკომპანია ‘Ryanair’–ი დაინტერესდა

მთავარიეკონომიკა 18.02.2016
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ‘Ryanair’–ი საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესდა.

საქართველოს ავიაბაზრით ავიაკომპანია ‘Ryanair’–ი დაინტერესდა
შეხვედრა ავიაკომპანია „Ryanair–ის“ წარმომადგენლებთან.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ფოტო.


ავიაკომპანიის მიერ ქუთაისის მიმართულებით ავიარეისების დაწყების შესაძლებლობები განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გირგი კვირიკაშვილმა „Ryanair“-ის კომერციულ დირექტორთან, დეივიდ ობრაიანთან გამართა.

როგორც საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოსადმი ინტერესის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში შექმნილი ბიზნესგარემოთი, ბოლო წლების განმავლობაში ტურისტული ნაკადის ზრდით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც იძლევა საქართველოს მოქალაქეებისთვის უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ვიზალიბერალიზაციის პროცესი.

დეივიდ ობრაიანის განმარტებით, ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.

„დღეს პრემიერ–მინისტრთან გვქონდა ნაყოფიერი და იმედის მომცემი შეხვედრა. მე ვარ ირლანდიიდან სრულიად სხვა კუთხეში, რაც ჩემთვის დიდი პრივილეგიაა. მე იმედი მაქვს, რომ სულ მალე ევროპის ამ ერთ კუთხეს სხვა კუთხესთან დავაკავშირებთ,“–აღნიშნაავიაკომპანია „Ryanair“-ის კომერციულმა დირექტორმა დეივიდ ობრაიანმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი უწოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო, რადგან ეს არის ერთ–ერთი ყველაზე მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ევროპის ბაზარზე. ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობთ აღნიშნულ კომპანიასთან და ისინი დღეს არიან ჩამოსულები თავიანთ ტექნიკურ თანამშრომლებთან ერთად, რათა შეაფასონ ქუთაისის აეროპორტის მდგომარეობა. გარდა ამისა, შეაფასონ ის ახალი შესაძლებლობები და ახალი მიმართულებები, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ განვითარდეს საქართველოდან პირდაპირი ფრენები. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გადაწყვეტილებები ძალიან მალე იქნება მიღებული,“–განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა
პრემიერ-მინისტრმა გუბერნატორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი ეწვევა
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა
შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან
საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა