FM97.5 / LIVE

‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2020
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიაფრენების აღდგენის მზადყოფნა 20-ზე მეტმა კომპანიამ გამოთქვა. კონკრეტული თარიღები კი ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება.

‘20-ზე მეტი ავიაკომპანია მზადაა ფრენების აღდგენისთვის’ - თურნავა

„სულ მალე უკვე კონკრეტული მიმართულებებით ფრენების აღდგენაზე გვექნება არამარტო დასტური ავიაკომპანიების, არამედ კონკრეტული თარიღები ფრენების. ასევე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უკვე დღეის მონაცემებით, 20-ზე მეტმა ავიაკომპანიამ, ვინც აქამდე ასრულებდა რეგულარულ ფრენებს საქართველოში, დაადასტურა თავისი მზადყოფნა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე აღადგინოს ფრენები, მათ შორის არიან „ვიზეარი", „რაინეარი", რომელმაც თავისი სურვილი საჯაროდ განაცხადა, „თურქეთის ავიახაზები", „ისრაელის ავიახაზები", „ყატარი", ეს არის 20-ზე მეტი ავიაკომპანია, ვინც მზადყოფნას აცხადებს“, - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, ავიაკომპანიები მზად არიან იმისთვის, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები.

„გვაქვს ძალიან დივერსიფიცირებული ტურისტული პროდუქტი, ანუ ღია ცის ქვეშ არსებული ძალიან ბევრი საინტერესო ლოკაცია, სადაც უსაფრთხოდ და სიამოვნებით ჩამოვა უცხოელი ტურისტი და აქედან გამომდინარე, ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ ტურისტული სეზონის გახსნის პერსპექტივას”, - განაცხადა მინისტრმა.

[თაკო ფეიქრიშვილი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რეგულარული ფრენების აღდგენა შესაძლოა ივლისის ბოლომდე გადაიდოს – თურნავა
მინისტრი: იტალიასთან ფრენების შეჩერებას არ ვაპირებთ
საქართველოს ავიაბაზრით ავიაკომპანია ‘Ryanair’–ი დაინტერესდა
1-ელი ოქტომბრიდან რიგასთან პირდაპირი ფრენები გაიხსნება
მთავრობამ აბასთუმნის ცაზე საჰაერო მარშრუტების კორექტირებას მხარი დაუჭირა
ფრენების განრიგი უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე