FM97.5 / LIVE

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 20.07.2016
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ვიცე პრემიერ მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილსა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თურქეთში იმყოფება, სადაც რამდენიმე დოკუმენტს მოეწერა ხელი.

საქართველოსა და თურქეთს შორის რამდენიმე შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და თურქეთის მთავრობები მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონია ანკარაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და ინსტიტუციონალურ სახეს შესძენს ისედაც აქტიურ და ნაყოფიერ თანამშრომლობას
გარდა ამისა, საქართველოსა და თურქეთის მთავრობა თანამშრომლობას აღრმავებს ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის მიმართულებით.

საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების ურთიერთწახალისებისა და დაცვის შესახებ“ ახალი შეთანხმება, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის ინვესტორებს ინვესტიციების განხორციელებაში, ასევე სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, შეთანხმების მონაწილე მხარეთა ეკონომიკურ განვითარებას და ეკონომიკური რესურსების ეფექტურ გამოყენებას.

სარკინიგზო ტრანსპორტის მეშვეობით სატვირთო გადაზიდვების და სამგზავრო გადაყვანების განვითარების მიზნით, ხელი მოეწერა „თურქეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სარკინიგზო გადაზიდვისა და მგზავრთა გადაყვანის შესახებ ჩარჩო შეთანხმების“ პროექტს.

ორი ქვეყნის მთავრობებს შეთანხმდნენ შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების სფეროებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებას ხელი საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მოაწერა.

გარდა ამისა, თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს შორის, სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა მოაწერა.

მემორანდუმი პენიტენციურ და პრობაციის სფეროებში თანამშრომლობას ითვალისწინებს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანკარაში პრემიერის ვიზიტი დაიწყო
საქართველოსა და პოლონეთის სასჯელაღსრულების სასწავლო ცენტრები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
საქართველოსა და ევროპოლს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება
ღარიბაშვილმა ისრაელთან ვიზების გაუქმებას ხელი მოაწერა
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და USAID-ის პროექტის "ზრდა საქართველოში" შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა [R]
სამცხე-ჯავახეთში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა დაიწყო