FM97.5 / LIVE

ადიგენში ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 03.02.2016
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროში სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა, მისი მდგომარეობა მძიმეა.

ადიგენში ხანძრის შედეგად 2 წლის ბავშვი დაიწვა

ორი წლის ბავშვი კატასტროფის მედიცინის ცენტრმა მომხდარიდან მალევე თბილისში, საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც ბაბუა ამბობს, პატარას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ყველაფერი გაუკეთეს, რაც საჭირო იყო, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ექიმები ვერ ამბობენ, გადარჩება თუ არა“, – ამბობს ბავშვის ბაბუა ნუგზარ ანთაძე. პატარა მისი ქალიშვილის შვილია. გოგონა, რომელიც ახალქალაქშია გათხოვილი, მშობლებთან სტუმრად იყო.

ანთაძეების სახლს ხანძარი გუშინ, 2 თებერვალს დილით, დაახლოებით, 11:00 საათზე გაუჩნდა. ცეცხლი სახურავში გაჩნდა. ამ დროს პატარას სახლის მეორე სართულზე, ერთ–ერთ ოთახში ეძინა.

„ბავშვი დააძინა დედამისმა და ხუთი წუთით ჩამოვიდა ქვევით. ძლიერი ქარი იყო და ცეცხლი ღუმელის მილს სახურავიდან ჩაეკიდა, ოთახში პლასტმასები იყო და ხანძარი მალე მოედო. კარები შევამტვრიეთ, მაგრამ ბავშვი უკვე ცუდ მდგომარეობაში იყო“, – ამბობს ნუგზარ ანთაძე.

სახლში ორი ოთახი ავეჯთან ერთად დაიწვა. მეორე სართულზე ორი ოთახი და ასევე სახურავი გადარჩა.

„პოლიციაც მალე მოვიდა და სახანძროც. მეზობლებიც ეხმარებოდნენ ჩაქრობაში“, – ამბობს ზანავის ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენელი გივი ანძაველიძე.

მომხდარზე ადიგენის რაიონულმა სამმართველომ ძიება სსკ–ის 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძრის შედეგად დამწვარი 2 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა
ხანძრის შედეგად დამწვარი 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
‘ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი’, – რას ყვებიან ადგილობრივები ნაქალაქევში მომხდარ შემთხვევაზე
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
სოფელ იდუმალაში სახლის სახურავი დაიწვა
ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა