FM97.5 / LIVE

‘ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი’, – რას ყვებიან ადგილობრივები ნაქალაქევში მომხდარ შემთხვევაზე

მთავარისამართალი » შემთხვევა 31.03.2016
დღეს, 31 მარტს, სოფელ ნაქალაქევში მომხდარ ხანძარს 1,5 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილის დედამ, მისმა მეორე შვილმა და მეზობელმა, რომელიც ცეცხლმოკიდებულ სახლში პატარას პოვნას ცდილობდა, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს.

‘ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი’, – რას ყვებიან ადგილობრივები ნაქალაქევში მომხდარ შემთხვევაზე

ადგილობრივების თქმით, ნაქალაქევში ა.ბ–ის საცხოვრებელ სახლს ხანძარი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობის გამო გაუჩნდა.

„სოფელში დენი არ იყო და დაახლოებით იმ დროს მოვიდა, როცა სახლს ცეცხლი გაუჩნდა. პირველი სახურავს წაეკიდა. იმ ოთახში სადაც ბავშვი იყო, ჭერზე პლასმასი იყო გაკრული და ცეცხლი უცებ მოედო“, – აცხადებენ სოფელში.

ადგილობრივების თქმით, იმ დროს, როდესაც ცეცხლი გაჩნდა, სახლში მარტო ორი მცირეწლოვანი იმყოფებოდა, დედა ეზოში საქმიანობდა:„უფროსმა შვილმა დაუძახა, დედა სახლს ცეცხლი უკიდიაო. დედა შევარდა, მაგრამ ბოლი იყო და პატარა ვერსად ნახა. მეზობლის ბიჭიც ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს ბავშვი ოთახში, კარადაში ნახეს დამწვარი, სავარაუდოდ, ვიდრე დაიწვებოდა მანამდე ბოლით გაიგუდა“.

მათივე ინფორმაციით, კვამლისგან ჯანმრთელობა გაუუარესდათ დედას, მცირეწლოვან პატარას და მეზობელს, რომელიც ოჯახის დახმარებას ცდილობდა: „სასწრაფო – სამედინიცო დახმარების ბრიგადამ დაშავებულებს ადგილზე გადასხმები გაუკეთა“.

სოფელ ნაქალაქევში ხანძარი დღეს, საღამოს მოხდა. ხანძრის შესახებ ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურში შეტყობინება 16:38 საათზე შევიდა.

„შეტყობინებიდან 40 წუთში ხანძარი უკვე ლიკვიდირებული იყო. სავარაუდოდ, ბავშვი როდესაც დაიწვა, ოჯახის წევრებმა მაშინ შეიტყვეს, რომ სახლს ცეცლი ეკიდა“, – აცხადებენ ასპინძის სახანძრო–სამაშველო სამსახურში.

შსს–ში აცხადებენ, რომ მომხდარზე ძიება 187–ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ–კრიმინალისტები.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხანძარი ახალციხეში - ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა[Photo]
ხანძრის შედეგად დამწვარი 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა
ახალციხეში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი  გაუჩნდა
ახალციხეში სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ვალეში სკოლის შენობას ხანძარი გაუჩნდა