FM97.5 / LIVE

იაკობაძეებს, რომლებსაც ბინა სააღსრულებომ გაუყიდა, სახელმწიფო ვერ დაეხმარება

მთავარისაზოგადოება 27.01.2016
არიან თუ არა რეგისტრირებული სოციალურად დაუცველთა ბაზაში იაკობაძეები, რომლებიც ბინიდან გამოსახლებას ყოველდღე ელიან და შეძლებს თუ არა სახელმწიფო მათ დახმარებას;

იაკობაძეებს, რომლებსაც ბინა სააღსრულებომ გაუყიდა, სახელმწიფო ვერ დაეხმარება

სოციალურად შეჭირვებული გულთამზე იაკობაძე, რომელიც ახალციხეში, ვაჟა-ფშაველას N30–ში, მეთორმეტე კლასელ გოგონასთან ერთად ამ დრომდე ცხოვრობს, ამბობს რომ ბინა იძულების წესით ყოველ წუთს შეიძლება დაატოვებინონ.

ოჯახის დიასახლისი, ერთადერთ შვილთან ერთად, ეკონომიკური პრობლემების გამო პერიოდულად თურქეთში სამუშაოდ დადის. სწორედ ამ მიზეზის გამო, მათ ფორმა სამი დაედოთ. რაც იმას ნიშნავს, მათთან გადასამოწომებლად სამჯერ მისულ სოციალურ აგენტს შინ არავინ დახვდა და უფლებამოსილ პირთან შეხვედრა ვერ მოხერხდა.

„იაკობაძეებს ფორმა სამი ნოემბრიდან დაედოთ. 2014 წლის აგვისტომდე კი დახმარების მიმღებები იყვნენ“, – გვიხსნიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

აღნიშნულ უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავს ვითარებაში (ანუ როცა სოციალურად შეჭირვებულს ბინას აუქციონის წესით უყიდიან) სოციალური სააგენტო უძლურია: „სამწუხაროდ, ჩვენ არაფერი შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ გადამოწმების შემდეგ ისევ დახმარება დავუნიშნოთ. ოღონდ ოჯახი რაღაც კონკრეტულ მისამართზე უნდა იყოს, რომ მისი გადამოწმება მოხდეს“.

იაკობაძეების დახმარება არც ადგილბრივ თვიმმათველობას შეუძლია. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, თუნდაც დროებითი თავშესაფრის გამოყოფა არსად შეუძლიათ.

„თუ რაიმე საშუალება გამოჩნდა, ბუნებრივია დავეხმარებით“, – ამბობს ახალციხის მერის მოადგილე ზაზა გელაძე.

იაკობაძეების საქმეში სახალხო დამცველის აპარატი ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად შეჭირვებული იაკობაძეების ბინა სააღსრულებო ბიურომ აუქციონის წესით გაყიდა. იმისთვის რომ ბინა არ გაყიდულიყო, იაკობაძეებს 8 000 დოლარი და 396 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა ამის დაფარვა ვერ შეძლეს. ოჯახის დიასახლისი ირწმუნება, რომ მის მეუღლეს ბინა თაღლითურად სხვის სახელზე გადააფორმებინეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლოს გადაწყვეტილებით იაკობაძეებს იძულებით გამოასახლებენ
სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა
რა კავშირი აქვს ყაჩაღობაში ბრალდებულ ქეთევან ხმალაძეს იაკობაძეების გაყიდულ ბინასთან
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა