FM97.5 / LIVE

სოციალურად დაუცველთა შეფასების სისტემა იცვლება

მთავარისაზოგადოება 17.05.2012
სოციალურად დაუცველი ოჯახების შეფასების მეთოდოლოგია იხვეწება. ისეთი ნივთები, როგორიცაა, კომპიუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი ქულათა რაოდენობაზე გავლენას აღარ მოახდენს

შაკინიანების ექვსსულიანი ოჯახი ეგრეთ წოდებულ საბარგო სადგურზე, ჭონქაძის ¹29-ში, პატარა სახლში ცხოვრობს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ოჯახის ორი წევრის პენსიაა, რაც ჯამში 160 ლარს შეადგენს.

- “ექვსი თვეა მეც სილამაზის სალონში, სტილისტად დავიწყე მუშაობა, მაგრამ კლიენტი ცოტა მყავს, ქირასაც ვერ ვიხდი და ალბათ თავს დავანებებ”, - ამბობს ოჯახის დიასახლისი ანნა მარიკიანი.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შაკინიანები 2008 წელს დარეგისტრირდნენ. მაღალი სარეიტინგო ქულის მინიჭების გამო, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ სამედიცინო დაზღვევით სარგებლობდნენ. 2009 წლიდან ფულადი დახმარების მისაღებად სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განცხადება ისევ შეიტანეს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახის სტატუსი მიენიჭათ.

- “ერთ სულზე 24 ლარს ვიღებდით, ასევე ვსარგებლობდით სამედიცინო დაზღვევითაც. ეს დახმარება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა”, - ამბობს ანნა მარიკიანი.

ერთი წლის შემდეგ ოჯახს დახმარება შეუწყდა. რატომ შეუჩერდა სოციალური დახმარება, დისახლისმა არ იცის. მისი ვარაუდით, ამის მიზეზი შესაძლოა სესხის აღება ან სატელიტური ანტენის ყიდვა იყოს: “გასულ წელს ბანკიდან 500 ლარის ოდენობის კრედიტი ავიღეთ. სატელიტური ანტენა ვიყიდე და დარჩენილი ფული საჭმელისთვის გადავდე. შესაძლებელია დახმარება სწორედ ამის გამო შემიწყვიტეს. ოჯახში სხვა არაფერი შეცვლილა”.

ფულადი დახმარების შეწყვეტის შემდეგ ოჯახის დიასახლისმა სოციალური მომსახურეობის სააგენტოში განხადება ორჯერ შეიტანა. თუმცა, დახმარებას დღემდე უშედეგოდ ელოდებიან, სოციალურად დაუცველი ოჯახის სტატუსი აღარ აღუდგინეს.

შაკინიანების ოჯახი გამონაკლისი არ არის. მსგავსი პრობლემა საქართველოში ძალიან ბევრ სოციალურად დაუცველ ოჯახს აქვს. სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთის ქონის გამო მონაცემთა ერთიან ბაზაში მათ მაღალი ქულები ერიცხებათ და ვეღარ ხვდებიან იმ კატეგორიაში, რომელთაც დახმარება ეკითვნით. ამ პრობლემის მოსაგვარებლად შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ შეფასების მეთოდოლოგია უნდა დაიხვეწოს.

მინისტრის ინიციატივით, ოჯახების შეფასების სისტემიდან უნდა ამოიღონ ხანგრძლივი მოხმარების საგნები: კომპუტერი, მტვერსასრუტი, მუსიკალური ცენტრი და ტოსტერი.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, გარკვეული საოჯახო ტექნიკა მნიშვნელოვნად გაიაფდა და აღარ წარმოადგენს ფუფუნების საგნებს. თუმცა, მათი ასახვა დეკლარაციაში სარეიტინგო ქულებს მაღლა წევს, რის გამოც ოჯახმა შეიძლება სოციალური დახმარება, ასევე სახელმწიფო დაზღვევა დაკარგოს.

შაკინიანებმა ახალი ინიციატივის შესახებ ჯერ არაფერი იციან. ანნა მარიკიანი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც ცვლილება ძალაში შევა, სოციალური მომსახურების სააგენტოს კიდევ ერთხელ მიმართავს. მას იმედი აქვს, რომ ოჯახი რაიმე ტიპის დახმარებას ისევ მიიღებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვის მოუხდა ამჯერად თავის მართლება ორშაბათის თათბირზე
სოციალურად დაუცველი ოჯახი პროტესტის ნიშნად შვილს სოც.სამსახურში ტოვებს
სამცხე–ჯავახეთში სოციალური დახმარება 405 ოჯახს  შეუწყდა
COVID-19: რამდენ ლარს მიიღებენ სოციალურად დაუცველი ოჯახები
შშმ ძმის ერთადერთ მომვლელს სოციალური დახმარება მოუხსნეს
ოჯახს, რომელიც პროტესტის ნიშნად შვილს სააგენტოში ტოვებდა, დახმარება არ ექნება
ვარხანში სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება მოუხსნეს[Video]