FM97.5 / LIVE
ბინა აუქციონის წესით იყიდა, იძულებით აღსრულებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.">

სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს

მთავარისამართალი 28.03.2016
ახალციხეში სოციალურად შეჭირვებული იაკობაძეები სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, იძულებით გამოასახლონ. მან ვინც იაკობაძეების ბინა აუქციონის წესით იყიდა, იძულებით აღსრულებისთვის სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

სასამართლო გადაწყვეტს გამოასახლებენ თუ არა იძულებით იაკობაძეებს
დაახლოებით ორ კვირაში, გულთამზე იაკობაძესა და მის შვილს პოლიციამ შესაძლოა ბინა იძულების წესით დაატოვებინოს. სწორედ ამ ვადაში დაასრულებს სასამართლო გულთამზე იაკობაძის ბინის მყიდველის, დემურ ბოდოკიას სარჩელის განხილვას.

ბოდოკიამ გულთამზე იაკობაძის ბინა ახალციხეში აიქციონზე 10 450 ლარად იყიდა. მას შემდეგ იკაობაძემ და ბოდოკიამ მოლაპარაკება სცადეს. ბოდოკია მას ბინის გამოსყიდვას 10 000 დოლარად სთავაზობდა.

„ამ ბინის საბაზრო ღირებულება მინიმუმ 12 000 დოლარია, მაგრამ 10 000–ს თუ მომცემდა ვთმობდი. თან მე ამ ბინას უახლოეს ორ წელში თუ გავყიდი საშემოსავლო 2 000 მექნება გადასახდელი, მაგრამ ვერ გამოისყიდა და ახლა ამბობს ბინას არ დავთმობო“, – აცხადებს ბოდოკია.
იაკობაძეებმა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ბინის გამოსყიდვა მართლაც ვერ შეძლეს. თუმცა ამბობენ, რომ ბინას არ დათმობენ, რადგან წასასვლელი არსად აქვთ.

ბოდკიას სარჩელზე მათ სასამართლოში შესაგებელი უკვე წარადგინეს, სადაც წერია, რომ ბინის ნაწილი სწორედ გულთამზე იაკობაძეს ეკუთვნის, ნაწილი კი მისი ქმრის კუთვნილებაა. ბინა კი ქმრის გამო გაიყიდა და თავად გულთამზეს რაიმე ფულადი ვალდებულება არავისთან ჰქონია.

„ამიტომ ვითხოვთ, რომ გულთამზე იაკობაძე დარჩეს ბინის იმ ნაწილში, რომელიც მისი საკუთრებაა, ის კი რაც მის ქმარს ეკუთვნის გაყიდონ“, – ამბობს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი.

რა გადაწყვეტილებას გამოიტანს სასამართლო დაახლოებით ორ კვირაში გაირკვევა. იძულებით აღსრულების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების ბიუროს გადაეგზავნება, შემდეგ კი პოლიციის ძალით იაკობაძეებს ბინას დაატოვებინებენ.

„ადამიანურად ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, მაგრამ რა გავაკეთო არ ვიცი, მივეცი დრო რომ ბინა გამოესყიდათ, მაგრამ ვერ შეძლეს. მათთვის არაფერი წამირთმევია, მე თუ არა ვიღაცა ხომ მაინც იყიდდა მაგ ბინას აუქციონზე?!“ – ამბობს ბოდოკია.

იაკობაძეები კი აცხადებენ, რომ იძულებით გამოსახლების შემთხვევაში ღია ცის ქვეშ დარჩებიან. ამ დროისთივს მათ არც სოციალური შემწეობა აქვთ.

„განცხადება დავწერე სოციალურ სააგენტოში დახმარებაზე და ამ დღეებში მოვლენ შესამოწმებლად“, – ამბობს გუთამზე იაკობაძე.
ბოდოკიამ სარჩელი სასამართლოში 15 მარტს წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სოციალურად შეჭირვებული იაკობაძეების ბინა სააღსრულებო ბიურომ აუქციონის წესით გაყიდა. იმისთვის რომ ბინა არ გაყიდულიყო, იაკობაძეებს 8 000 დოლარი და 396 ლარი უნდა გადაეხადათ, თუმცა ამის დაფარვა ვერ შეძლეს. ოჯახის დიასახლისი ირწმუნება, რომ მის მეუღლეს ბინა თაღლითურად სხვის სახელზე გადააფორმებინეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლოს გადაწყვეტილებით იაკობაძეებს იძულებით გამოასახლებენ
სოციალურად შეჭირვებულ იაკობაძეებს ბინა აღსრულების ბიურომ გაუყიდა
იაკობაძეებს, რომლებსაც ბინა სააღსრულებომ გაუყიდა, სახელმწიფო ვერ დაეხმარება
რა კავშირი აქვს ყაჩაღობაში ბრალდებულ ქეთევან ხმალაძეს იაკობაძეების გაყიდულ ბინასთან
რატომ ვერ უყიდა დევნილთა სამინისტრომ აწყურში მეწყერით დაზარალებულ ოჯახს ბინა
სოციალურად დაუცველ  გოგოლაძეებს  წნისში ნაქირავები ბინა დაატოვებინეს
როგორ უნდა იპოვოთ სასურველი ბინა ათ წუთში [R]