FM97.5 / LIVE

შპს ‘მექანიზატორის’ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს

მთავარისამართალი 26.01.2016
დაუკმაყოფილა თუ არა პროკურატურას სააპელაციო სასამართლომ შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლებზე გასაჩივრებული აღკვეთის ღონისძიება. ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს.

შპს ‘მექანიზატორის’ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში აცხადებენ, რომ შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე წარდგენილ ბრალს აღიარებს. აქ მას დაკავებულ ოთხ პირთან ერთად აღკვეთის ღონისძიებად გირაო 20 000 ლარი შეეფარდა.

პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა, ბრალდების მხარე ორივე ინსტანციაში პატიმრობას ითხოვდა. საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მათი საჩივარი სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ძალაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა.

როგორც შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვიცენტრის მმართველი კახა ჩინჩალაძე აცხადებს, სარალიძეს უფლებამოსილება უკვე შეუწყდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ივანე სარალიძესთან ერთად ზესტაფონის სერვისცენტრის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები „მექანიზატორის“ ოპერატორებს ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, ხელზე იღებდნენ და ინაწილებდნენ.

მათ ბრალი სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედებათ, რაც სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები ბრიგადის  მენეჯერის დაკავებაზე
შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს
ბოლაჯურის რწმუნებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს
ჯგუფური ძალადობის საქმეზე დაკავებულ ოთხ პირს პატიმრობა შეეფარდა
აბასთუმნის ყოფილი რწმუნებული ბრალს არ აღიარებს