FM97.5 / LIVE

შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები ბრიგადის მენეჯერის დაკავებაზე

მთავარისამართალი 20.01.2016
რა კომენტარები კეთდება შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრში ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დაკავებასთან დაკავშირებით; რას ამბობენ ტრაქტორის ოპერატორები და სერვისცენტრის მმართველი;

შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები ბრიგადის  მენეჯერის დაკავებაზე
შპს „მექანიზატორის“ ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი, ბორჯომის მკვიდრი ივანე სარალიძე ორი წელია რაც აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობს.

თანამშრომლებს მისი დაკავება უკვირთ და ფიქრობენ, რომ შესაძლოა, რაიმე გაუგებრობას ჰქონდეს ადგილი.

„რა იყო და როგორ ეგ ჯერ გარკვეული არ არის. დაველოდოთ მოვლენებს. ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შემიძლია“, – ამბობს მექანიზაციის სერვისცენტრის მმართველი კახა ჩინჩალაძე.

პროკურატურის ინფორმაციით, სარალიძე ზესტაფონის სერვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად ოპერატორებს ნაკვეთებს ახვნევინებდა, ფულს კი ხელზე იღებდა.

ახალციხის სერვისცენტრის ტრაქტორის ოპერატორები ირწმუნებიან, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია.

„ოთხი წელი ვიმუშავე მანდ, სარალიძესთან ერთად კი წელიწად ნახევარზე მეტი. ეგეთი არასდროს არაფერი ყოფილა. ივანე მაძლევდა დავალებას იმ ხელშეკრულების მიხედვით, რაც სერვისცენტრში შემოდიდოა“, – ამბობს ტრაქტორის ყოფილი ოპერატორი თორნიკე ბარძიმაძე და ამატებს, რომ ნაკვეთში მოსახნავად მხოლოდ მას შემდეგ შედიოდნენ, რაც გლეხი მათ ბანკში გადახდილი თანხის დამადასტურებლად ქვითარს უჩვენებდა – „ თუ ქვითარი არ ჰქონდა, არც ვხნავდით–ხოლმე“.

ბარძიმაძეს ეთანხმება შპს მექანიზატორის ტრაქტორის ოპერატორი ნოდარ ქოზაშვილი: „ეგეთი რამ ჩვნეთან არასდროს გაუკეთებია, მისი უკმაყოფილოც არასდროს არავინ ყოფილა. ძირითადად საგაზაფხულო ბარათებით ვხნავდით, ხელშეკრულებები იშვიათად შემოდიოდა. ყოფილა შემთხვევაც, როცა ჯერ მოგვიხნია და გლეხს ფული ბანკში ამის შემდეგ გადაურცხია“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ივანე სარალიძესთან ერთად ზესტაფონის სერვისცენტრის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები „მექანიზატორის“ ოპერატორებს ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, ხელზე იღებდნენ და ინაწილებდნენ.

მათ ბრალი სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედებათ, რაც სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს ‘მექანიზატორის’ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს
შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს
ახალციხეში მექანიზაციის სერვის ცენტრიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
'მექანიზაციის' ახალციხის სერვისცენტრში სამი თანამშრომელი შეამცირეს
რა პრობლემები აქვთ ფერმერებს ‘მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის’ ფარგლებში
ადიგენის მუნიციპალიტეტს კუთვნილი ტრაქტორები დაუბრუნეს