FM97.5 / LIVE

ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს

მთავარისიახლე, სამართალი 01.08.2019
ბორჯომში, ექიმს რომელსაც ბრალად ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება და გასაღება ედება, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ბორჯომში დაკავებული ექიმი ბრალს არ აღიარებს

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ექიმ რ.ჯ–ს აღკვეთის ღონისძიებაზე დღეს, პირველ აგვისტოს იმსჯელა.

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ გირაოს შეფარდებით, ხოლო ბრალდების მხარემ პატიმრობაში დატოვებით იშუამდგომლა. მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ექიმი პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლემ სხდომაზე განმარტა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში, შესაძლებელია ექიმმა ფსიქოტროპული ნივთიერებების შესაძენად ყალბი რეცეპტები ისევ გასცეს.

პროკურატურა, რ.ჯ – ს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას და გასაღებას ედავება. ბრალდების მხარის თქმით, ექიმი რეცეპტს პაციენტის შემოწმების გარეშე გასცემდა.

ბრალს ექიმი არ აღიარებს. როგორც მისი ადვოკატი სოსო ხითარიშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ განმარტავს, ბრალდებული ყველა პაციენტს ამოწმებდა და რეცეპტის გაცემის გადაწყვეტილებას ისე იღებდა.

დაცვის მხარე ამბობს, რომ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კანონით გათვალისწინებულ ვადაში, 48 საათის განმავლობაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ექიმი რ.ჯ ქალაქ ბორჯომში ცხოვრობს, თუმცა ბოლო წლებში სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობდა, იგი პაციენტებს საკუთარ სახლში იღებდა და ისე მკურნალობდა.

საქართველოს პროკურატურამ ექიმი 31 ივლისს დააკავა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, რაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადებას, გასაღების მიზნით, და გასაღებას გულისხმობს.

დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ექვსიდან თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა.
ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 25 სექტემბერს ჩაინიშნა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში ექიმი დააკავეს
ბორჯომში დაკავებული ექიმი სამედიცინო დაწესებულებაში არ მუშაობს
‘საექიმო საქმიანობას სამუდამოდ ვწყვეტ’ – ყალბი რეცეპტების საქმე
სამცხე–ჯავახეთში დაკავებული 7 პირიდან 6–ს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
საქონლის ქურდობაში ბრალდებულებს  სასამართლომ გირაო შეუფარდა
‘ლენდოს’ დაყაჩაღებაში ბრალდებულს  აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ შეუცვალეს
თაღლითობაში ბრალდებული თარჯიმანი სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა