FM97.5 / LIVE

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს

მთავარისამართალი 20.01.2016
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერთან ივანე სარალიძესთან ერთად ზესტაფონის სერვისცენტრის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავა.

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტის) თანამშრომლებთან ერთად, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგვისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მითვისების ფაქტზე, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერი დავით ხუსკივაძე, ბრიგადის მენეჯერები: გრიგოლ გელხვიიძე, ვარლამ ბარამაძე, ავთანდილ ლომინაშვილი და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი ივანე სარალიძე დააკავა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ 100% -იანი წილით დაფუძნებული შპს „მექანიზატორის“ ოპერატორებს, ევალებოდათ ხვნის ბარათების საფუძველზე ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთები უსასყიდლოდ დაემუშავებინათ, ხოლო ასეთი ბარათის არქონის შემთხვევაში ფერმერსა და შპს „მექანიზატორს“ შორის უნდა გაფორმებულიყო შესაბამისი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფერმერისთვის მომსახურების გაწევა შპს „მექანიზატორის“ საბანკო ანგარიშზე სამუშაოს საფასურის შეტანის შემდეგ უნდა მომხდარიყო. მიუხედავად ამისა წინასწარ შემუშავებული სქემის თანახმად, ზესტაფონის სერვისცენტრის მენეჯერის დავით ხუსკივაძის და ბრიგადის მენეჯერების: ვარლამ ბარამაძის, ავთანდილ ლომინაშვილისა და ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერის ივანე სარალიძის დავალებით, შპს „მექანიზატორის“ ოპერატორები, ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, დ.ხუსკივაძე, ვ.ბარამაძე, ა.ლომინაშვილი და ი.სარალიძე იღებდნენ ხელზე და ინაწილებდნენ.
აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით შპს „მექანიზატორის“ ზესტაფონის სერვისცენტრის თანამშრომლებმა 2014 წლის განმავლობაში საერთო ჯამში სახელმწიფოს მიაყენეს დიდი ოდენობით - 260 783,14 ლარის ზიანი.

გამოძიებით ასევე დადგიდა რომ, იმავე პერიოდში, მენეჯერმა დავით ხუსკივაძემ და ბრიგადის მენეჯერმა გრიგოლ გელხვიიძემ, ფერმერებისთვის მიწის ნაკვეთების უსასყიდლოდ დასამუშავებლად მიღებული 46 570 ლარის ღირებულების დიზელის საწვავი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგეს, რითაც სახელწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

აღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ოთხიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენის მიზნით.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
შპს ‘მექანიზატორის’ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს
შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები ბრიგადის  მენეჯერის დაკავებაზე
ადიგენში, სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პირი დააკავეს
თაღლითობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს
ახალციხეში მცირემიწიან ფერმერთა დახმარების პროგრამის დეტალებზე იმსჯელებენ
ნინოწმინდის მერიის თანამშრომელი დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს [ვიდეო]