FM97.5 / LIVE

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა

მთავარისამართალი 22.01.2016
შპს "მექანიზატორის" ახალციხისა და იმერეთის სერვისცენტრების თანამშრომლებს აღკვეთის ღონისძიებად ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გირაო შეუფარდა.

შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განმარტავენ, რომ შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერს ივანე სარალიძეს, ასევე ამავე სამსახურის თანამშრომლებს იმერეთში: დავით ხუსკივაძეს, გრიგოლ გელხვიიძეს, ვარლამ ბარამაძესა და ავთანდილ ლომინაშვილს აღკვეთის ღონიძეიბად გირაო 20 000 – 20 0000 ლარი შეეფარდათ. თუმცა, ბრალდებულებზე პროკურატურა პატიმრობას ითხოვდა.

აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 16 იანვარს იმსჯელა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე ივანე სარალიძესთან ერთად ზესტაფონის სერვისცენტრის კიდევ ოთხი თანამშრომელი დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები „მექანიზატორის“ ოპერატორებს ამავე საწარმოს ტექნიკით ფერმერებს ხვნის ბარათებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გარეშე უსრულებდნენ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს. ხოლო აღნიშნული სამუშაოებისთვის მიღებულ თანხას ნაცვლად სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანისა, ხელზე იღებდნენ და ინაწილებდნენ.

მათ ბრალი სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ და „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით ედებათ, რაც სახელმწიფო ქონების გაფლანგვისა და მითვისებას გულისხმობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შპს ‘მექანიზატორის’ ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი ბრალს აღიარებს
შპს „მექანიზატორის“ თანამშრომლები ბრიგადის  მენეჯერის დაკავებაზე
შპს "მექანიზატორის" ახალციხის სერვისცენტრის ბრიგადის მენეჯერი დააკავეს
მამის ცემაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა
'მეორე შახტაში' დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ახალქალაქში ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად გირაო 3000–3000 ლარი შეეფარდათ
ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიებად 30 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა