FM97.5 / LIVE

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დააკავეს

მთავარისამართალი 17.01.2016
არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე, ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ჯგუფური ყაჩაღობის ბრალდებითაა დაკავებული.

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დააკავეს

ქეთევან ხმალაძე ერთ–ერთია ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს შორის. არცერთ მათგანს ჯერ ბრალი არ წარდგენია, თუმცა ხმალაძეს სსკ–ის 179–ე მუხლის მეოთხე ნაწილის ა ქვე პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავებიან, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ ყაჩაღობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.

დანარჩენი დაკავებული ოთხი პირიდან ორს ყაჩაღობას, ერთს მკვლელობასა და ყაჩაღობას, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან.
როგორც სამცხე–ჯავახეთის პროკურატურაში განმარტავენ, მათ ბრალი დღეს, 18 იანვარს წარედგინებათ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხმალაძე რამდენიმე კაცთან ერთად სოფელ ტყემლანაში დააკვეს: „სროლები იყო. ამბობენ რომ შეფარებული ჰყოლია კრიმინალები. ალბათ მათაც იარაღი ჰქონდთ“.

შეგახსენებთ, შემთხვევა ნინოწმინდაში 13 იანვარს, საღამოს მოხდა. სააგენტო Jnews.ge-ს ინფორმაციით, საღამოს, დაახლოებით 18:00 საათზე, ნინოწმინდაში მცხოვრებ ბაგრატ ს.–ს სახლის კარზე კაკუნი გაისმა. ამ დროს სახლში ბაგრატ ს.–ს დედა და მეუღლე იმყოფებოდნენ. მეუღლემ, რომელიც კარის გასაღებად გაემართა, კარების დარტყმის გამო გონება დაკარგა, როგორც კი გონს მოვიდა, დასახმარებლად დაიწყო რეკვა, ამ დროს მძარცველები გაიქცნენ. შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი ნახეს ბაგრატ ს.–ს დედა, რომელსაც ყელის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ბაგრატ ს.ნინოწმინდაში ვალუტის გადაცვლაზე მუშაობს. მძარცველებს მისი სახლიდან არაფერი წაუღიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდაში შუახნის ქალის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირი 16 იანვარს დააკავა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ხმალაძე 2012 წელს დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციას „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ხელმძღვანელობდა. 2014 წლის 24 ივლისს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მონიტორინგის შიდა კონტროლის საკითხებში მთავარ სპეციალისტად დაიწყო მუშაობა, თუმცა აქ მცირე ხანს დაჰყო. მერიის შემდეგ მან მუშაობა კვლავ აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელად გააგრძელა.

„ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ბოლო დროს აღარ გამოჩენილა. მისი ერთ–ერთი დამფუძნებელი გენადი ენდელაძე აცხადებს, რომ ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ქეთევან ხმალაძეს რამდენიმე ხმაურიანი საქმე უკავშირდება. მისივე ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლები მას ტყუილში ადანაშაულებდნენ. ამბობდნენ, რომ მაშინ როცა ხმალაძე მერიაში მუშაობდა, მათ დასაქმებას ჰპირდებოდა, ეს ტყუილი კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ სანაცვლოდ, დასაქმების მოლოდინში მყოფებისგან გარკვეულ სარგებელს ღებულობდა.

ხმალაძეს 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მათი ორგანიზაციის დამკვირვებლებისთვის განკუთვნილი თანხის მითვსებაშიც ადანაშაულებდნენ.

ასევე, ქეთევან ხმალაძე იყო ინიციატორი იმ შეხვედრის, რომელიც 2014 წლის დეკემბერში „სამხრეთის კარიბჭესა“ და სოფელ გოგაშნელების „შესარიგებლად“ მოეწყო. საუბარია ახალქალაქში, სოფელ გოგაშენში მომხდარი ორგმაგი მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე. მას შემდეგ, რაც „სამხრეთის კარიბჭეში“ სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორზე თეიმურაზ კალანდაძეზე სტატია დაიბეჭდა, ჯერ ჟურნალისტზე ზეწოლა დაიწყო, შემდეგ კი რედაქციასთან სოფელ გოგაშენის მცხოვრებლებმა აქციები გამართეს. მაშინ ორგანიზაციებმა ერთსულოვნებამ’ და ‘ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციამ“ პრესკონფერენცია გამართეს და იმსჯელეს, უნდა დაეწერა თუ არა ‘სამხრეთის კარიბჭეს’ სტატია სამმართველოს უფროსზე და საერთოდ, ‘რატომ ქექავს’ თანამდებობების პირების წარსულს. ამ შეხვედრაზე ქეთევან ხმალაძე აცხადებდა, „რომ „სამხრეთის კარიბჭე“ არის მართული და ის ვინც მათ მართავს, არის ბრბო; ჟურნალისტი თამუნა უჩიძე კი არის იუდა, და მას არ რცხვენია ამ სიტყვის გამეორება, რედაქციამ „მორალში ჩააფურთხა სამცხე–ჯავახეთის საზოგადოებას“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება [Video]
პროკურორი: ქეთევან ხმალაძე ბრალს აღიარებს
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
უფლებადამცველი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება
ვისი თითის ანაბეჭდები აღმოჩნდა ნინოწმინდაში მკვლელობის ადგილზე
ადვოკატები: ‘ქეთევან ხმალაძე მსხვერპლის როლს თამაშობს’
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა