FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძე არ ამხელს უნდა მიეღო თუ არა 23 დამკვირვებელს ანაზღაურება

მთავარიპოლიტიკა 21.03.2014
რატომ დარჩენენ ანაზღაურების გარეშე 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლები და რატომ არ აქვთ „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ წარმომადგენლებს პასუხი კითხვაზე, უნდა მიეღოთ თუ არა მათ წევრებს ერთჯერადი ანაზღაურება;

ქეთევან ხმალაძე არ ამხელს უნდა მიეღო თუ არა 23 დამკვირვებელს ანაზღაურება
არასამთავრობო ორგანიზაციაში „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ ის ანონიმი პირები, რომლებმაც „სამხრეთის კარიბჭეს“ ანაზღაურების გადაუხდელობის შესახებ ინტერვიუ მისცეს, რეალურად მათი ორგანიზაციის წევრები არ არიან. ამის თქმის საფუძველს, ამავე ორგანიზაციის ხელმძღვანელს ქეთევან ხმალაძეს ის აძლევს, რომ ყველა მათგანს ენდობა: „23-ვეს ვენდობი თავიდან ბოლომდე და დარწმუნებული ვარ, რომ პირველად ჩემთან მოვიდოდნენ და არა „სამხრეთის კარიბჭეში“.

მისივე თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ვინაობას არ ამჟღავნებენ და გადაუხდელ ანაზღაურებაზე ჟურნალისტთან საუბრობენ, რეალურად შეუძლებელია, რომ „ერთსულოვნების“ წევრები იყვნენ: „ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ბოლო დროს ჩვენმა ორგანიზაციამ დიდი აღმოჩენები გააკეთა, ეს ჩვენს მიმართ მორიგი ანგარიშსწორებაა“.

კითხვაზე, დაპირდა თუ არა არასამთავრობო ორგანიზაცია თავის წარმომადგენლებს ერთჯერად ანაზღაურებას, ხმალაძემ გვიპასუხა: „არ ვიცი. ამ კითხვას არ გავცემ პასუხს. მოდი იფიქრონ ამაზე, უნდა მიეღოთ თუ არა ანაზღაურება, რადგან ესენი არ არსებული პიროვნებები არიან, გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი 23 კაციდან თქვენთან მოსული არცერთი არ არის. ეს მოგზავნილი ხალხია“.

ხმალაძეს ეთანხმება „ერთსულოვნების“ წარმომადგენელი მაია უსტიმენკო: „ამ წუთში ორგანიზაციაში იმ 23 კაციდან, ვინც არჩევნებს აკვირდებოდა, 4 ადგილზეა, არცერთი მათგანი თქვენთან არ მოსულა, ანუ გამოდის რომ 23 ადამიანი არ გამოგიკითხავთ“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ ინტერვიუ „ერთსულოვნების“ 23-ვე წარმომადგენელთან მართლაც არ ჩაუწერია, რადაქცია მხოლოდ 5 მათგანს ესაუბრა. თუმცა, კითხვაზე, იმ 4-მა თუ მიიღო ანაზღაურება, რომელიც ინტერვიუს ჩაწერისას „ერთსულოვნების“ ოფისში იყვნენ, უსტიმენკომ გვიპასუხა, რომ არ მიუღიათ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში მცხოვრებ 23 მოქალაქეს, რომლებიც 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს ა.ო „ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის“ სახელით აკვირდებოდნენ, (რადგან ამ დროისთვის „ერთსულოვნებას“ იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციად ერთი წლის დარეგისტრირებული არ იყო, არ ჰქონდა უფელბა არჩევნებს დაკვირვებოდა და აღნიშნულის განხორციელება, სწორედ აღნიშნული ორგანიზაციისთან თანამშრომლობით შეძლო) დაპირებული ერთჯერადი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

4 თვეა 23 ახალციხელი საპრეზიდენტო არჩევნების დამკვირვებლობის ხელფასს ელოდება
ახალციხის პირველი სკოლა 'ერთსულოვნებას' იმიჯის შელახვაში ადანაშაულებს
ადვოკატები: ‘ქეთევან ხმალაძე მსხვერპლის როლს თამაშობს’
ქეთევან ხმალაძე – ‘პრადოს ჯიპი ჩამოდის და მძღოლად აგიყვან’
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე დააკავეს
'ერთსულოვნება' ადიგენის 'ოცნების' შტაბის ხელმძღვანელს ბოდიშს უხდის
„ერთსულოვნება“ მერობის სავარაუდო კანდიდატების რეიტინგებს აქვეყნებს