FM97.5 / LIVE

ადვოკატები: ‘ქეთევან ხმალაძე მსხვერპლის როლს თამაშობს’

მთავარისამართალი 14.04.2016
რას პასუხობენ ქეთევან ხმალაძეს იმ ბრალდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატი, რომელსაც იგი ზეწოლაში ადანაშაულებს; სამსახური თუ ცოლ–ქმრული ურთიერთობა, რა აკავშირებდათ ერთმანეთთან ბრალდებულებს;

ადვოკატები: ‘ქეთევან ხმალაძე მსხვერპლის როლს თამაშობს’

ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეში ბრალდებული (წარსულში მკვლელობაში ნასამართლევი) თემურ ბ.–ს შვილი, ნური ბ. აცხადებს, რომ მამა ქეთევან ხმალაძესთან 2015 წლის 8 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ცოლთან, ისე ცხოვრობდა.

„26 წლის განმავლობაში თემურს ჰყავდა ერთი მეუღლე. ბოლო სამი თვე კი ისინი ცოლ–ქმარივით ცხოვრობდნენ. ქეთევანის შვილი თემურს, როგორც მე ვეძახი მამას, ეგრე ეძახდა. არსებობენ მოწმეები, რომლებთან ერთადაც ხმალაძემ შვილს უთხრა, შენი მამა ახლა თემურიაო“, – ამბობს ნური ბ.

მისი მტკიცებით, ამ ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია, რომ თემურს ქეთევანზე ეძალადა: „ძალით დღეს არავინ არსად მიჰყავთ. ხელი მოკიდო ადამიანს და სამი თვე იძულების ქვეშ გყავდეს, ეს ხომ გამორიცხულია?!“

თემურ ბ.–ს შვილი ირწმუნება, რომ მამა ხმალაძის ორგანიზაციაში – „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ მუშაობდა და თავიდან ურთიერთობა სამსახურეობრივად დაიწყეს.

შეკითხვაზე, თუ თემური ჯერ სამსახურის, შემდეგ კი პირადი ურთიერთობის გამო ცხოვრობდა ხმალაძესთან, მაშინ რა უნდოდათ მის სახლში სხვა ბრალდებულებს, ნური ბ–მ გვიპასუხა: „ყველა მათი ორგანიზაციის თანამშრომელი იყო. ახალი წევრები სჭირდებოდათ და სასტუმროში ფული რომ არ დაეხარჯათ, მანდ იყვნენ“.

ასევე შეკითხვაზე, რატომ ათევდნენ ღამეს ის მამაკაცები ხმალაძის სახლში, რომლებთან ერთადაც დააკავეს, თემურ ბ–ს ადვოკატი მერი ცინარიძე გვპასუხობს: „არ ვიცი, ეს ხმალაძეს ჰკითხეთ“.

ცინარიძე დარწმუნებულია, რომ ხმალაძისა და თემურ ბ–ს ცოლ–ქმრულ ურთიერთობას სასამართლოში დაამტკციებს: „არსებობენ მოწმეები, რომლებიც ამაზე ილაპარაკებენ. ხმალაძე თემურს ახლობლებს ქმრად აცნობდა, თემური კი თავის ახლობლებთან ქეთევანს ცოლს უწოდებდა. დეკემბრის 30–დან კი არა 11 ნოემბრიდან ოფიციალურად ერთად ცხოვრობდნენ“.

ცინარიძის განცხადებით, ხმალაძისთვის ფიზიკური დაზიანებები მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ მიუყენებია: „ეს აბსურდია. თემური ამბობს, რომ მსგავსია არაფერი ყოფილა“.

თავად თემურ ბ. დუმილის უფლებას იყენებს. იგი გამოძიებას ჩვენებას არ აძლევს.

ქეთევან ხმალაძის მეუღლე გოჩა შენგელია კი აცხადებს, რომ ქეთევანსა და თემურს შორის მსგავსი არაფერი ყოფილა: „ეს სიცურეა!“
შენგელიას ეთანხმება ხმალაძის ადვოკატი ირაკლი ბარძიმაძე: „თუ ჰყავთ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ხმალაძე და თემური ცოლ–ქმარი იყვნენ, მოიყვანონ. ან ფოტოები თუ აქვთ, ან რაიმე ვიდეო“.

ძალადობდა თუ არა თემური ხმალაძეზე, ამას პროკურატურა იძიებს.

„ეს საქმის მასალებს დაერთო და ყაჩაღობა–მკვლელობის ფაქტებთან ერთად იძიებენ“, – ამბობს პროკურორი ვასილ ოსიძე.

ქეთევანთან და თემურთან ერთად ბრალდებული კობა შ.–ს ადვოკატი მზექალა ზოიძე კი აცხადებს, რომ ხმალაძე მსხვერპლის როლს თამაშობს: „საკითხავია, ვინ ვინ წაიყვანა იძულებით. ყაჩაღობა რომ ძალით ჩაადენინეს, ამის მტკიცებულება არ არსებობს“.

ბერიძისა და სხვა ბრლადებულების ადვოკატებიც ამბობენ, რომ ხმალაძე მსხვერპლის როლში გამოდის.

შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება სამართლიანობისკენ“ ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე სასამართლო პროცესებსა და ციხიდან გამოგზავნილ წერილებში ირწმუნება, რომ იგი მსხვერპლია და ყაჩაღობაზე იძულებით წაიყვანეს. ხმალაძეს სხეულზე 10 დაზიანება აქვს. ეს სასამართლო სამედიცინო ექპსერტიზით დასტურდება.

ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ყაჩაღობაში ბრალდებით ქეთევან ხმალაძე ხუთ პირთან ერთად 16 იანვარს დააკავეს.18 იანვარს ერთ–ერთი დაკავებული გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა ხდებოდა ქეთევან ხმალაძის სახლში ყაჩაღობამდე – ბრალდებულის წერილი ციხიდან
ქეთევან ხმალაძემ პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი დატოვა
ხმალაძის საქმეში ბრალდებულებს სახელმწიფო ადვოკატები დაენიშნათ
ნინოწმინდაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ა/ო–ს ხელმძღვანელი ქეთევან ხმალაძე პატიმრობაში რჩება [Video]
ქეთევან ხმალაძის საქმის არსებითი განხილვა მესამედ გადაიდო
ბრალდებული ქეთევან ხმალაძე შიმშილობის დაწყებას აპირებს
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა