FM97.5 / LIVE

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა

მთავარისიახლე, სამართალი 22.09.2016
სასამართლოში, ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმის განხილვა დასრულდა. პროცესი დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წაიკითხა

დღეს, 22 სექტემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოში დასკვნით სიტყვას პროკურორი ვასილ ოსიძე საათნახევრის განმავლობაში კითხულობდა. მან მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმის დეტალები კიდევ ერთხელ გაიხსენა.

მისი თქმით, ბრალდებულებმა სოფელ ტყემლანაში, ქეთევან ხმალაძის სახლში დაგეგმეს თუ როგორ დაეყაჩაღებინათ ნინოწმინდაში ჩარენცის ქუჩაზე მცხოვრები ბაგრატ სააკიანი. ამ განხილვებს კი ერთ–ერთი ბრალდებული დარიკო შ. ესწრებოდა. მას პროკურატურა დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა.

ოსიძის თქმით, სააკიანს კარზე 13 იანვარს დაახლოებით 19:30 საათზე დაუკაკუნეს. კარი მისმა მეუღლემ ემა სააკიანმა გააღო. მას უთხრეს, რომ მანქანა გაუფუჭდათ და დასახმარებლად ტროსი სჭირდებოდათ: „კარი ბაგრატ სააკიანის მეუღლემ, ემა სააკიანმა გააღო. მას ხელები გადაუგრიხეს და ძირზე დააგდეს. სახლში კობა შ. თემურ ბ. და ნოდარი ა. შევიდნენ. ხმალაძე კარიდან გამობრუნდა და ივანეს მანქანაში ჩაჯდა. ემა სააკიანს კობა ზემოდან დააჯდა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა“.

პროკურორის თქმით, ოთახში სადაც სონიკ სააკიანი [გარდაცვლილი] იყო, ნოდარი და თემური შევიდნენ: „ნივთების განლაგებიდან ირკვევა, რომ სააკიანს ცემის შედეგად გასძვრა ფეხზე რაც ეცვა, ასევე მოძვრა თავშალი, პირიდან პროტეზი. მას შვიდი ჭრილობა ჰქონდა, აქედან ერთი საძილე არტერიის. სწორედ ამიტომ დაიცალა სისხლისგან“.

სონიკ სააკიანი რომ თემურმა მოკლა, პროკურორის თქმით, ეს არა ერთი მტკიცებულებით ირკვევა: „სახლიდან გამოსული თემური, როცა მანქანაში დაჯდა, ამბობდა ვერ გავაჩერე ეს ქალი და მოვკალიო“.

პროკურორმა ბრალდებულებზე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან შესაძლო ძალადობის შესახებაც ისაუბრა: „ჰქონდა თუ არა ძალადობას ადგილი, ან მოიპოვეს თუ არა მტკიცებულებები ამ ძალადობის განხორციელებით, ამაზე შეეძლოთ ბრალდებულებს, რომ სასამართლოში ესაუბრათ. ბევრი კითხვა გვქონდა, მაგრამ ჩვენების მიცემა არ ისურვეს“.

პროკურორმა ქეთევან ხმალაძის, ნოდარ ა–ს, კობა შ–სა და ივანე გ–სთვის ყაჩაღობაზე, თემურ ბ–სთვის ყაჩაღობასა და მკვლელობაზე, დარიკო შ–სთვის კი დანაშაულის შეუტყობინებლობაზე ითხოვა სასჯელის შეფარდება.

27 სექტემბერს დასკვნით სიტყვებს ადვოკატები წაიკითხავენ. ამის შემდეგ საბოლოო სიტყვებს ბრალდებულები წარმოთქვამენ და მოსამართლე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს ნინოწმინდაში მომდარი ყაჩაღობისა და მკვლელობის საქმეზე 6 პირი 2016 წლის 16 იანვარს დააკავეს. მათ შორის ხუთს ჯგუფურ ყაჩაღობაში, ერთს ყაჩაღობასთან ერთად მკვლელობაში, ერთს კი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ქეთვან ხმალაძის საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქეთევან ხმალაძის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმე დასრულდა – დღეს მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს
9 წელი ქეთევან ხმალაძეს, 11 წელი დანარჩენებს და ერთი გამართლებული – ხმალაძის საქმე დასრულდა
ქეთევან ხმალაძის საქმე სააპელაციოში დასკვნით ეტაპზე გადავიდა
პროკურორი: ქეთევან ხმალაძე ბრალს აღიარებს
ბრალდებულები პოლიციელს ცრუ  ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ