FM97.5 / LIVE

‘გამოგონება პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.04.2019
ახალციხელი გამომგონებელი ბავშვობაში რთულ მექანიზმებს საათობით ჩაჰკირკიტებდა და მათი მუშაობის პრინციპიც მალე შეისწავლა, დღეს უკვე 12-მდე გამოგონების ავტორია.

‘გამოგონება  პრობლემების საპასუხოდ ჩნდება’–კარლო ხუციშვილის მარტივი და რთული ქმნილებები

მისი გამოგონებები ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა. კარლო საკუთარ მიღწევებს შორის სამს გამოარჩევს:

უპილოტო გამნაღმველი სისტემა - Life Saver


„ჩემი ერთ–ერთი გამორჩეული გამოგონება უპილოტო გამნაღმველია. სისტემა რომლითაც მსოფლიოს ოლიმპიადა მოვიგე, მისი საშუალებით მაქსიმალურად უსაფრთხოდ შევძლებთ განაღმვას, თანაც ადამიანების გარეშე. აფიქსირებს ნაღმს და ამოიცნობს. აიპადის ან ნებისმიერი ტელეფონის საშუალებით იმართება, აღმოაჩენს და შემდგომ მიდის მეორე დრონი, რომელიც განაღმვით სამუშაოს აწარმოებს".

ელექტრო ეტლი


„ეს გამოგონება სრულიად ჭრის იმ პრობლემებს, რაც ეტლით მოსარგებლეებს ექმნებათ. მაგალითად პარკინგის პრობლემა, უსაფრთხოება, ეტლი უსინათლოებისთვისაც არის და სენსორების საშუალებით შეუძლიათ მართვა. ასევე სპეციალური აპლიკაცია, რომელიც ეტლით მოსარგებლეს ეხმარება და თავისთვის ნებისმიერ ინფორმაციას აწვდის სხვა სპიკერის საშუალებით. რაც მთავარია, ეტლი კომპაქტურია და მინიმალურ დონეზე იკეცება".

მულტიკლიმატიზატორი


„ეს გამოგონება ფერმერებს ეხმარება, რომ ონლაინ გაიგონ კლიმატური პირობები და მის საშუალებით დაგეგმონ თავიანთი საქმე.
ამ ტექნოლოგიას შეუძლია მითითებულ კოორდინატორზე წავიდეს, აიღებს მიწის სინჯებს, დაადგენს კლიმატს, ტენიანობას, ტემპერატურს და მოუტანს ფერმერს ინფორმაციას, უღირს თუ არა აქ დათესოს რაიმე, რა მოსავალს მიიღებს და ა.შ".

ახალგაზრდა გამომგონებელს დანარჩენის სურპრიზად დატოვება სურს, თუმცა რამდენიმეს ჩვენი მკითხველისთვის ასაჯაროებს. მათ შორისაა ხელთათმანი და ჩაფხუტი: „იმ ადამიანებისთვის, ვინც ხელს ვერ შლის, ხელთათმანს გაიკეთებს და შეძლებს საყოფაცხოვრებო საქმეებში ჩართვას.
ჩაფხუტი, რომელშიც ჩამონტაჟებულია ჰაერით დატუმბული კოლბა და სპეციალური სენსორი, რომელიც აფიქსირებს გადახრას, რა შემთხვევაშიც ავტომატურად იშლება ჩაფხუტი და მთლიან თავზე ეფარება და იცავს დაზიანებისგან. ჩაფხუტი მრავალჯერადია.“

ახალციხელი გამომგონებელი 2015 წელს, საქართველოს ნორჩ გამომგონებელთა კონკურსის, „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენის მონაწილეც იყო.

ამ სტატიის კითხვისას, მისი გამოგონებების ჩამონათვალი შესაძლოა 13 გახდეს. ახლა პროექტ „ზევსზე“ მუშაობს: „ტყეები ხშირად იწვის და ვერ ახდნენ სწრაფად მის ჩაქრობას და ვმუშაობ სპეციალური დრონების სისტემაზე, რომელიც იგებს ტყეში გაჩენილ ცეცხლზე და მის დროულ ლოკალიზებას ახდენს, ასევე ინფორმაციას შესაბამის უწყებებსაც აწვდის“.

კარლოს ამბიციური გეგმები აქვს: „მალე გავასაჯაროვებ პრეოქტებს და იმედი მაქვს ახალი გამოგონებები გააუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას. ჩემი მიზანი საქართველოში მეცნიერების დონის ამაღლებაა, როგორც სკოლებში ასევე უნივერსიტეტებში და სხვა დაწესებულებებში. გამოგონებით შეგიძლია შეცვალო ადამიანთა ყოფა და უპასუხო მნიშვნელოვან პრობლემებს. დიდი გამოგონებები ხომ მნიშვნელოვანი პრობლემების საპასუხოდ ჩნდება“.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხელი გამომგონებლები ინტელის საერთაშორისო გამოფენაში მიიღებენ მონაწილეობას
ახალციხელი გამომგონებლის წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე
‘წლის საუკეთესო’ – ორი ნომინანტი სამცხე–ჯავახეთიდან
ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები
ახალციხელი გამომგონებლები
წლის საუკეთესო გამოგონებად ახალციხელი ახალგაზრდების ‘მულტიკლიმატიზატორი’ დასახელდა
რუსთავში მცხოვრებ 53 წლის ქალს ეტლი აჩუქეს