FM97.5 / LIVE

‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგა

მთავარიპოლიტიკა 28.12.2015
ხუთთვიანი ფიქრის შემდეგ, ახალციხის საკრებულოს უმრავლესობა თავმჯდომარეობის კანდიდატზე შეთანხმდა და აირჩია კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ კულუარებში მამუკა მიქელაძის კანდიდატურას განიხილავდნენ, თავმჯდომარე დავით ლომიძე გახდა.

‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგასაკრებულოს ახალარჩეული თავმჯდომარე დავით ლომიძე. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'[28.12.2015]

რატომ მოანდომა ხუთი თვე იმაზე ფიქრს უმრავლეობამ, თუ ვინ უნდა დაეყენებინათ საკრებულოს თავმჯდომარედ, დეპუტატები არ საუბრობენ.
„არ ვიცი აქამდე რატომ არ აირჩიეს“, – ამბობს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე კახა ბერიძე.

„სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ზურაბ სადათიერაშვილი და ახარჩეულ თავმჯდომარეს წარმატებებს უსურვებს.

თავად ლომიძე აცხადებს, რომ მას უმრავლესობამ თავმჯდომარეობა ორი დღის წინ შესთავაზა: „მადლობა კოლეგებს ნდობისთვის. აუცილებელია, რომ საკრებულოს უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს მოსახლეობასთან“.

‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგასაკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'[28.12.2015]

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ გოგოლაძე ლომიძეს წარმატებებს უსურვებს. კითხვაზე, აქამდე რატომ არ დადგა საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა დღის წესრიგში, გვპასუხობს: „ადამიანმა თავად უნდა მოისურვოს თავმჯდომარეობა და მხარდამჭერებიც უნდა მოიპოვოს, რომ შემოიტანოს განცხადება“.

შეგახსენებთ, დღეს, 28 დეკემბერს ახალციხის საკრებულომ თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩია. კანდიდატურა დააყენა უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ სადათიერაშვილმაც, თუმცა 9 ხმით 5–ის წინააღმდეგ სადათიერაშვილს არჩევნები ლომიძემ მოუგო. ერთი ბიულეტები ბათილად ჩაითვალა, მასში შემოხაზული არცერთი კანდიდატი არ იყო.

‘სიმბოლურად დაამთხვიეს, ახალ წელს ახალი თავმჯდომარე აირჩიეს’ – ლომიძე მოვალეობის შესრულებას შეუდგასაკრებულოს თავმჯდომარის არჩევნები. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'[28.12.2015]

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე აირჩია
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლომიძე აირჩიეს
ახალციხის საკრებულო თავმჯდომარეს ირჩევს
ბორჯომში ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე აირჩიეს
როდის აირჩევენ ახალციხის  საკრებულოს თავმჯდომარეს
უმცირესობის პროტესტის ფონზე არჩეული კომიისიის თავმჯდომარე
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ მამუკა მელიქიძე აირჩიეს