FM97.5 / LIVE

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

მთავარიეკონომიკა 27.12.2015
დღეს, 27 დეკემბერს, დაბა ბაკურიანში ახალი საბაგირო გაიხსნა. "კოხტა გორაზე“ გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, კოხტის გახსნის ოფიციალურ ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ სანიკიძემ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, აგრეთვე სხვა სამთავრობო და ბიზნეს-სტრუქტურების ხელმძღვანელმა პირებმა

განახლებული საბაგიროს გახსნის ცერემონიალს ასევე დაესწრნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ბორჯომის ადგილობიივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, განახლებული სათხილამურო ტრასა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. სამ კილომეტრზე მეტი სიგრძის ტრასაზე პირველი დაშვება უკვე შედგა.

როგორც გამგეობაში განმარტავენ, აღნიშნულ პროექტის გასახორციელებლად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა - საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს", ასევე ეკონომიკის სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიას" და "თიბისი ჯგუფის" კომპანია "ჯიარდისი ჰოლდინგს" შორის. კოხტას მთაზე დამონტაჟდა მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვანი მწარმოებლის "დოპელმაიერის" საბაგირო.

"აღსანიშნავია, რომ დაბა მიტარბის ტერიტორიაზე 2016 წლის ბოლოს დასრულდება ორი საბაგიროსა და ერთი საჩოჩიალოს, მშენებლობა. მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება 300 საწოლზე გათვლილი ტურისტული ინფრასტრუქტურა- სასტუმროები, აპარტოტელები, კოტეჯები, კვებისა და გასართობი ობიექტები, რაც ხელს შეუწყობს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარებას საქართველოს ისტორიულ კურორტ ბაკურიანში", – აცხადებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

'კოხტა გორაზე' განახლებული საბაგიროს გახსნას პრემიერობის კანდიდატი დაესწრო [Photo]

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში 'კოხტას' საბაგირო გაიხსნება
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება
პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბორჯომში
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
21 იანვარს "თოვლის მსოფლიო დღე" აღინიშნება
რუსეთის წამყვანი ტურ-ოპერატორები  ბორჯომ–ბაკურიანში