FM97.5 / LIVE

ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 01.07.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ ბაკურიანში (დიდველზე) ზაფხულის სეზონი გახსნა. დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურ რეჟიმში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.

ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა

"მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია, ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამ მიმართულებით კურორტზე მოწყობილია საერთაშორისო დონის ველოპარკი და 6 000-მეტრიანი ველობილიკი, რომელიც გათვლილია, როგორც პროფესიონალი ისევე მოყვარული ველომრბოლელებისთვის. დამსვენებლებისათვის, ბაკურიანში (დიდველზე) ამიერკავკასიაში პირველი სამთო-სათხილამურო კურორტების დამატებითი ატრაქციონი „ტობოგანი“ – ე.წ. მთის ციგა ფუნქციონირებს", – აცხადებენ „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“.

მათივე ცნობით, „ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, ესტუმრონ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ კინოთეატრ „ბაკურიანს“, ყოველკვირეული პრემიერებით. კინოთეატრში განთავსებული საინფორმაციო ცენტრი კი, საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს უზრუნველყოფს ინფორმაციით ტურისტული მომსახურებისა და ტურისტული პროდუქტების შესახებ. ცენტრი დამსვენებლებს საშუალებას აძლევს, შეიძინონ სასურველი აბონემენტი რიგში დგომის გარეშე და მიიღონ დეტალური ინფორმაცია ამინდზე, საბაგიროს ფუნქციონირებაზე, მთაზე არსებულ მდგომარეობაზე, განთავსებისა და კვების ობიექტებზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგზე".

საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაციისთვის შექმნილია ფუნქციურად და ინფორმაციულად სრულყოფილი აპლიკაცია, რომელიც ერთი ბრენდის ქვეშ აერთიანებს ოთხ სამთო კურორტს: გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი. აპლიკაცია უნიკალური გზამკვლევია, შესაბამისად მომხმარებელს ამომწურავ ინფორმაციას აწვდის მთის კურორტების შესახებ, როგორც ზამთარში ასევე ზაფხულში“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბაკურიანში დიდველის სათხილამურო არეალი გაიხსნა
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნა
მთის კურორტებისთვის ტურისტული გზამკვლევი შეიქმნა
ბაკურიანში ზაფხულის სეზონი 10 ივლისს გაიხსნება
ზამთრის კურორტებზე სათხილამურო სეზონი დასრულდა
ბაკურიანი სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა