FM97.5 / LIVE

წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება

მთავარიეკონომიკა 18.11.2015
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალსა და ახალციხის სერვისცენტრში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია სპეციალურ სტენდებზე განთავსდება.

წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ გამოიკვრება

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის ფილიალისა და ახალციხის სერვისცენტრში განთავსებულ დაფებზე გამოქვეყნებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით მიიღებს.

კომპანიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „დემოკრატ მესხთა კავშირის“ ინიციატივით ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრმა ახალციხის ოთხ ქუჩაზე წყლის ხარისხი შეამოწმა და ოთხი ქუჩიდან ორზე დარღვევები დააფიქსირა. ამის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებას ითხოვდა.

თუმცა, წყალმომარაგების კომპანიას „დემოკრატ მესხთა კავშირის“ მიმართვა არ გაუთვალისწინებია. შემდეგ კი ორგანიზაციამ აღნიშნულის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებულ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს აცნობა, რომელმაც საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას სარეკომენდაციო ხასიათის წერილი გაუგზავნა.

წყლის ხარისხი ახალციხეში "დემოკრატ მესხთა კავშირმა" პროექტის "ნდობის მშენებლობა სამხრეთ კავკასიაში" ფარგლებში შეამოწმა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს გაეროს ასოციაცია, შვედეთის გაეროს ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში წყლის ხარისხის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ
წყალმომარაგების კომპანია: ახალციხეში მცხოვრებ 600 ოჯახს წყალი 24 საათი ექნება
ახალციხეში შემოწმებული ოთხი ქუჩიდან ორზე წყალი სასმელად უვარგისია
კვირის აქცენტი – საშიში წყალი (?!) [Video]
წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა თანამდებობა დატოვა
UDM-ის ანგარიში საზოგადოებას
'დემოკრატ მესხთა კავშირმა' ახალციხის თვითმმართველობას ანგარიშვალდებულების გაზრდის ინიციატივით მიმართა