FM97.5 / LIVE
მფლობელი ახალქალაქის საავადმყოფოსაც შეეცვალა

მფლობელი ახალქალაქის საავადმყოფოსაც შეეცვალა

მთავარი 21.11.2012
ახალქალაქის რაიონული საავადმყოფო, ისევე, როგორც ახალციხისა და ნინოწმინდის საავადმყოფოები, 2012 წლის სექტემბრიდან “ჩემი ოჯახის კლინიკის” მმართველობაში გადავიდა. რა შეიცვალა საავადმყოფოში და რატომ გაიზარდა მომსახურების ფასები - “სამხრეთის კარიბჭე” საავადმყოფოს მენეჯერს ალექსანდრე ტოროსიანს ესაუბრა

მფლობელი ახალქალაქის საავადმყოფოსაც შეეცვალა
- ხომ არ იგეგმება ახალქალაქში ახალი შენობის აშენება?

- ყველა პროგრამა და პროექტი მზადაა, ახალი შენობა იგივე ადგილზე იქნება, ეს საავადმყოფო გარემონტდება მთლიანად. იქნება საავადმყოფოს თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობა.

- რამდენი საწოლზე იქნება გათვლილი?

- საწოლი ადგილების პირობითი რაოდენობა იქნება 35, მაგრამ შეზღუდვები არ გვექნება. თუ მოთხოვნილება იქნება, 90-100 საწოლი ადგილის უზრუნველყოფას შევძლებთ.

- აღჭურვილობაც ხომ არ შეიცვლება?

- პროგრამებში არის საავადმყოფოს თანამედროვე დანადგარებით უზრუნველყოფის პუნქტი. ის რაც არის, ცოტა და მოძველებულია. დღევანდელი დღე სხვა მიდგომას მოითხოვს, სხვანაირ დანადგარებს. ეს ყველაფერი შეთანხმებულია, დაზუსტებულია და ეტაპობრივად მივიღებთ.

- რატომ გაძვირდა სამედიცინო მომსახურება ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ?

- განსაკუთრებულად არ გაძვირებულა. რას ნიშნავს გაძვირება?! არსებობს ფასის დაგროვების სისტემა, რაც ხალხმა არ იცის. უბრალოდ, როგორც წესი, ერთმანეთს ეკითხებიან რაში რა გადაიხადეს. ფასი იანგარიშება მოხმარებული წამლებისგან, საწოლი ადგილისგან, ამს ემატება საავადმყოფოში გატარებული დღეების რაოდენობა. ასევე, მნიშვნელოვანია რა სირთულის იყო ოპერაცია. ერთისთვის ბრმა ნაწლავის ოპერაცია 300 ლარი ღირს, იგივე ოპერაცია, მაგრამ გართულებული სახის 1000 ლარია და ა.შ.

ფასებთან დაკავშირებული საკითხები სწორად უნდა განისაზღვროს და ისე მიეწოდოს ხალხს. დღეს ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარი ღირს, გართულებული კი 600 ლარი. ადრეც ასე იყო. ყოფილა შემთხვევა, როცა მშობიარობის ფასს 800 ლარამდე მიუღწევია. 2010 წელს 300 ლარიც იყო.

- ლაბორატორიული ანალიზები, ექიმის კონსულტაცია, ექოსკოპია...

- ზოგიერთი ინსტრუმენტული გამოკვლევა მართლაც გაძვირდა და ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული. ვიძენთ ძვირადღირებული ანალიზების ჩასატარებლად საჭირო მასალებს, რომელთა გასაკეთებლად ადრე ხალხი თბილისში, ერევანში, გიუმრში დადიოდა, ახლა ყველა ეს ანალიზი ადგილზე კეთდება. აღნიშნული მასალების შეძენა ძვირი სიამოვნებაა.

- თქვენი აზრით, ხალხი შეძლებს ასეთი გაძვირებული მომსახურებისთვის გადახდას?

- თუ ხალხს იმის საშუალება აქვს, რომ სისხლის ანალიზისთვის ერევანში წავიდეს, ორმაგი ხარჯი გასწიოს, გზაზეც ფული დაეხარჯოს და იქაც 5,000 დრამი გადაიხადოს, ჩემი აზრით, მათთვის ანალიზების ადგილზე გაკეთება ორმაგად მომგებიანი იქნება. ჩვენ ანალიზის გაკეთებას 5 ლარად მივეჩვიეთ, როცა საჭიროა 10 ლარის გადახდა, ვამბობთ, რომ ერევანში წავალთ.

- რამდენად უზრუნველყოფს საავადმყოფო მომსახურების იგივე ხარისხს, როგორიც თბილისში ან ერევანშია?

- ხარისხი ერთმნიშვნელოვნად უზრუნველყოფილია და ლაბორატორიაც თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი. ყველა გამოკვლევას ვატარებთ. ხალხს არ აქვს ინფორმაცია, რომ ეს ანალიზი სხვა ტიპისაა, რომლისთვისაც ადრე სხვა ქალაქში წასვლა უწევდა.

- ხომ არ იქნება რაიმე ტიპის შეღავათები თუნდაც სოციალურად დაუცველებისთვის?

ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის. ყველა ფაქტს ხელმძღვანელობას ვაწვდით. ისინი გვეუბნებიან, რომ საჭიროების შემთხვევაში ვაცნობოთ და ყველა მსგავს საკითხთან დაკავშირებით პაციენტს შეძლების ფარგლებში დავეხმაროთ.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა
ახალქალაქში სისხლის დიალიზი არ კეთდება
ერთ წელში ახალციხეში 70 საწოლზე გათვლილი რეფერალური საავადმყოფო იქნება
ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
კარტოფილის რეალიზაციაში სახელმწიფო უნდა ჩაერთოს
ახალციხეში პური გაძვირდა