FM97.5 / LIVE

ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა

მთავარი 29.11.2012
თითქმის 3 თვეა, რაც ახალქალაქის საავადმყოფოში ფიზიოლოგიური მშობიარობა 500 ლარი, გართულებული კი 600 ლარი ღირს. როგორ აფასებენ ახალქალაქში ამ ფაქტს და რა ალტერნატივა აქვთ ახალშობილთა ოჯახებს

ძვირი მშობიარობა და ადგილობრივი საავადმყოფოს ალტერნატივა

2009 წლიდან საქართველოში მშობიარობის ანაზღაურების სახელმწიფო პროგრამა აღარ მოქმედებს. თავიდან მშობიარობა 300-350 ლარი იყო, შემდეგ 400 ლარამდე გაძვირდა, ახლა კი, მას შემდეგ რაც საავადმყოფოს მფლობელი შეეცვალა, მშობიარობის ფასი 500 ლარიდან იწყება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბევრი ოჯახისთვის ეს თანხა საკმაოდ სოლიდურია.

- "ბავშვის დაბადებას მალე ველოდებით. ჯერჯერობით არაფერი გადაგვიხდია, მაგრამ გვითხრეს, რომ 500 ლარი გვექნება ასანაზღაურებელი. არ მესმის, სხვაგან ბავშვი თუ გააჩინეს, მშობლებს ფულს აძლევენ, აქ კი ჩვენ თვითონ ვიხდით. ხალხს ბავშვების გაჩენის ეშინია. რა უნდა ვქნათ, ერთი ან ორი შვილი მაინც უნდა გვყავდეს, რომ მერე მარტო არ დავრჩეთ", - ამბობს ადგილობრივ სამშობიაროში მწოლიარე მშობიარე ქალბატონის ერთ-ერთი ნათესავი ბავშვის გაჩენის მოლოდინში.

2012 წლის იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ახალქალაქში 455 ბავშვი დაიბადა, 2011 წელს დაახლოებით 400 პატარა გაჩნდა, აქედან 60% გოგონა, 40% კი ბიჭი.

2012 წელს საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხმა 170-მა ქალბატონმა, სათვისტომო კავშირის "ჯავახკის" შუამდგომლობით, სომხეთში უფასოდ იმშობიარა. 2011 წელს ამავე პროგრამით სომხეთში 132-მა ქალმა ისარგებლა.

სომხეთში მშობიარობა სომხეთის მოქალაქეებისთვის უფასოა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადასახადია დაწესებული, მაგრამ სომხეთში უფასოდ მშობიარობის უფლება საქართველოს მოქალაქე და ეროვნებით სომეხ ქალბატონებსაც აქვთ. ისინი ერევანში სათვისტომო კავშირ "ჯავახკს" მიმართავენ და მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ დოკუმენტებს აწვდიან. კავშირი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რომელიც, თავის მხრივ, მიმართვას გზავნის საავადმყოფოში, სადაც კონკრეტულ მშობიარეს სურს მოხვედრა და საავადმყოფო, სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე, მშობიარეს უფასოდ ემსახურება. გარდა ამისა, კავშირი აუცილებლობის შემთხვევაში უფასო პოსტსამშობიარო მკურნალობასაც უზრუნველყოფს.

ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის, თუმცა, მათ ერევნის ზოგიერთ საავადმყოფოდან სათვისტომო კავშირ "ჯავახკში" თავად გზავნიან, რათა სახელმწიფო დაკვეთის ფარგლებში მოემსახურონ.

ბევრ ქალბატონს ისედაც ურჩევნია სომხეთში გააჩინოს ბავშვი და არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ იქ უფასოდ მშობიარობაა შესაძლებელი.

- "ფეხმძიმობის მთელი პერიოდის განმავლობაში სამედიცინო კონსულტაციებსა და მომსახურებას ახალქალაქში ვიღებდი. მაგრამ ბავშვი ერევანში გავაჩინე, რადგან გართულებების მეშინოდა. იყო შემთხვევები, როცა მშობიარობის შემდგომი გართულებების გამო მშობიარე ერევანში წაუყვანიათ", - ამბობს ახალგაზრდა დედა, რომელმაც ბავშვი 10 დღის წინ გააჩინა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონი სომხეთის მოქალაქეა, ამიტომ სამედიცინო მომსახურება მისთვის სრულიად უფასო იყო.

სომხეთში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ მშობიარობა სხვა ქვეყნების მოქალაქეებსაც შეუძლიათ. საქართველოში მშოიარობა ფასიანია, გარდა ამისა, საავადმყოფოები კერძო საკუთრებაშია და მფლობელი ფასებს საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან გამომდინარე ადგენს.

ახალქალაქის საავადმყოფოს მენეჯერი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის ფინანსური სირთულეების გათვალისწინებით, კარგი იქნებოდა სამშობიარო მომსახურება 200-300 ლარად ყოფილიყო ხელმისაწვდომი, მაგრამ ამაზე თავად ექიმების ხელფასია დამოკიდებული. თუ პაციენტი მხოლოდ 200-300 ლარს გადაიხდის, ექიმის ხელფასი 100-150 ლარს შეადგენს, ამიტომ კომპანიას სხვა გამოსავალი არ აქვს. ალექსანდრე ტოროიანის თქმით, მოცემულ შემთხვევაში საჭიროა სახელმწიფოებრივი მიდგომა, სახელმწიფო დაფინანსება, რადგან ეს არა მენეჯერებისა და კერძო საავადმყოფოების მფლობელების, არამედ სახელმწიფოს პრობლემაა.

თუმცა ალექსანდრე ტოროიანი არ მიიჩნევს, რომ საავადმყოფოს ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ, მშობიარობის ფასი გაიზარდა.

- "მშობიარობის ფასი კი არ გავზარდეთ, უფრო სწორად დავითვალეთ. ადრე ფიზიოლოგიურ მშობიარობაში 400 ლარი იყო გადასახდელი, მშობიარობის 70-80% კი გართულებებისა და სისხლდენების ფონზე მიმდინარეობდა და პაციენტის ხარჯი 600, 700, ხანდახან 800 ლარსაც აღწევდა. ახლა მოსახლეობისთვის მისაღები ფასებია, ყველა გართულებული მშობიარობა 600 ლარი ღირს. ჩვენი რაიონის სპეციფიკიდან გამომდინარე კი მშობიარობათა უმრავლესობა გართულებების ფონზე მიმდინარეობს", - განმარტავს ალექსანდრე ტოროიანი.

2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში განხილულ იქნება პუნქტი, რომლის ფარგლებშიც სამეანო გადასახდელის გარკვეულ ნაწილს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს. თანხის ოდენობა, რომელიც შესაძლოა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოს, ჯერჯერობით უცნობია.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მფლობელი ახალქალაქის საავადმყოფოსაც შეეცვალა
მედიკოსები მცირე ხელფასებს უჩივიან
ახალქალაქის სამშობიაროში "მაღარიჩს" დღემდე იხდიან
ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში