FM97.5 / LIVE

მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა

მთავარიპოლიტიკა 24.12.2015
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განკარგულებით, მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაევალა.

მოვალეობის შესრულება მთავრობის იგივე შემადგენლობას დაეკისრა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი კვერენჩხილაძის განმარტებით, მთავრობის იგივე შემადგენლობას მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე დაეკისრა.

"შესაბამისად, ასევე კონსტიტუციის მიხედვით, ახლა საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს. 7 დღის ვადაში პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წამოაყენებს ოფიციალურად და წარუდგენს მას პარლამენტს", - განაცხადა კვერენჩხილაძემ.

შეგახსენებთ, გუშინ, 23 დეკემბერს, ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, ქვეყნის პრეზიდენტი, შვიდი დღის ვადაში საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან შეთავაზებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს წარადგენს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ასევე შვიდი დღის ვადაში უნდა შეარჩიოს მინისტრების კანდიდატურები და ნდობის გამოცხადებისთვის საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს. პარლამენტმა გადაწყვეტილება 7 დღის ვადაში უნდა მიიღოს. მთავრობისათვის პარლამენტის ნდობის მისაღებად პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერაა საჭირო. ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტი 2 დღის ვადაში დანიშნავს პრემიერ-მინისტრს და ასევე 2 დღის ვადაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პრეზიდენტმა პარლამენტს კვირიკაშვილის კანდიდატურა   დასამტკიცებლად წარუდგინა
ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს
ირაკლი ღარიბაშვილმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20:00 საათისთვის გადადო
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ
პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრების მოსმენა განახლდება
მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინეს