FM97.5 / LIVE
რას ფიქრობენ სამცხე – ჯავახეთის ხელისუფლებაში პრემიერის გადადგომაზე

რას ფიქრობენ სამცხე – ჯავახეთის ხელისუფლებაში პრემიერის გადადგომაზე

მთავარიპოლიტიკა 23.12.2015
სამცხე – ჯავახეთის ადგილობრივი თვითმმართველობების პირველი პირების უმეტესობა, პრემიერ – მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომაზე საუბრისგან თავს იკავებს, გუბერნატორი კი სატელეფონო ზარსაც არ პასუხობს.

რას ფიქრობენ სამცხე – ჯავახეთის ხელისუფლებაში პრემიერის გადადგომაზე

დღეს, 23 დეკემბერს, 20:00 საათზე, საქართველოს უკვე ყოფილმა პრემიერ – მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მისი ბრიფინგი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

„მას მერე, რაც ბატონმა პრემიერმინისტრმა გადადგა, მე ვიტყოდი, უპრეცედენტო ნაბიჯი და მისი პოპულარობისა და პოლიტიკური გავლენის ზენიტში მყოფმა, მისივე გადაწყვეტილებით, დატოვა თანამდებობა, მან შექმნა მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა აკეთოს პოლიტიკოსმა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმე, როგორც დროული მოსვლით, ისე თანამდებობიდან დროული წასვლით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, აქვე ისაუბრა იმ მიღწევებზე, რაც საქართველოს აქვს 2012 წლიდან დღემდე, მადლობა გადაუხადა კოლეგებსა და ოჯახის წევრებს თანადგომისთვის და დასძინა, რომ პრემიერის პოსტს ტოვებს, – „თანამდებობები არის დროებითი, მარადიული არის უფალი და სამშობოლო!“

ბრიფინგის დამთავრებისთანავე „სამხრეთის კარიბჭე“ რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. უმეტესობამ მომხდარზე საუბარი არ ისურვა, ამათგან ნაწილმა იმ მოტივით, რომ განცხადება არ მოუსმენიათ, ეს კი მაშინ, როცა პრემიერის მოსალოდნელ გადადგომაზე მედია დილიდან წერდა.

„არ ვარ საქმის კურსში, არ მიყურებია საინფორმაციოსთვის. ხომ უნდა მოვისმინო რატო გააკეთა ეს განცხადება?! თქვენგან მოსმენილით როგორ შევაფასოო?“– გვითხრა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ლევან ცაბაძემ.

„ვერაფერს გეტყვით რა“, – განაცხადა ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ გამგებელს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედუარდ აღასარიანმა როგორც კი „სამხრეთის კარიბჭე“ გაიგო, განაცხადა, რომ ჩვენი ხმა არ ესმოდა და ტელეფონი გათიშა, შემდეგ კი ჩვენს ზარებს საერთოდ აღარ უპასუხა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დიმიტრი ყიფიანმა გვითხრა, რომ ამ თემაზე საუბარი მისი კომპეტენცია არ არის.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კი მოუცლელობა დაასახელა და მომხდარის კომენტირებისთვის ხვალ დაკავშირება გვთხოვა.

განსხვავებით გამგებლებისგან, „სამხრეთის კარიბჭე“ ვერ დაუკავშირდა ქალაქ ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ მერი შეხვედრაზეა და თავად დაუკავშირდებიან, შემდგ კი მოკლეტექსტური შეტყობინება მოგვეწერეს, რომ მერი ტელეფონს არ პასუხობს.

„სამხრეთის კარიბჭემ“ თავად დაურეკა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს, აკაკი მაჭუტაძეს, თუმცა, მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

[ვარლამ წიკლაური, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
გამოკითხვა: როგორ აფასებენ ახალციხეში ღარიბაშვილის გადადგომას [Video]
გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს
ახალციხის მერი – ღარიბაშვილი ‘გულანთებული’ ქართველია
დღის კითხვა: როგორ აშუქებს მედია მოვლენებს [Video]
ადიგენის გამგებლის პირველი მოადგილე მინდია ჯელია მოხსნეს
'შეარჩიეთ ჩემი დონის ოპონენტი და მოვალ’– ადიგენის გამგებელი