FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]

მთავარისაზოგადოება 22.12.2015
დაარტყა თუ არა საკუთარ კაბინეტში 'ახალციხის ციხის' დირექტორს ილია სიდამონიძეს, მისი მოადგილის, ნათია ხუციშვილის მეუღლემ და ახალციხის მერიის ყოფილმა თანამშრომელმა გიგი რუხაძემ; რა მოხდა და რატომ 18 დეკემბრის საღამოს ციხეზე;

‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]

18 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, „ახალციხის ციხეზე“ ინციდენტი მოხდა. როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ციხის თანამშრომლები ყვებიან, მათ „ახალციხის ციხის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ილია სიდამონიძის კაბინეტიდან, მსხვრევის, გინებისა და ჩხუბის ხმა გაიგეს.

„ილოს აგინებდა ცოლს, შვილს, ოჯახს, არაფერი არ დაუტოვა. კარები გამოკეტეს, რომ ილო არ აყოლოდა, აღარ გაეგონა და ეძახდა კურდღელი ხარ, გამოდიო“, – გვიყვებიან თანამშრომლები, რომლების ვინაობასაც „სამხრეთის კარიბჭე“ მათივე უსაფრთხოების გამო არ ამხელს.

მათი თქმით, სიდამონიძე ცდილობდა რუხაძეს არ აჰყოლოდა: „მთელი ტანით კანკალებდა. გიგი უყვიროდა ეს შენი ადგილი არაა და აქედან უნდა წახვიდეო. კომპიუტერი ძირს დაახეთქა, მოასწრო და ილოს სახეშიც დაარტყა. ძირს ეყარა გატეხილი ჭიქის და „კალკულატორის“ ნამსხვრევებიც“.

როგორც თანამშრომლები ყვებიან, რუხაძე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო, მისი კაბინეტიდან გამოყვანა, ერთ–ერთმა გიდმა სცადა, თუმცა ღრიალითა და გინებით ნასვამი რუხაძე სიდამონიძის კაბინეტში ისევ შეიჭრა: „ჩხუბი დაახლოებით 15 წუთს გაგრძელდა, ამასობაში მერიიდან ორი კაცი მოვიდა და რუხაძე მათ გაიყვანეს“.

ადგილზე პოლიცია არ მისულა, რადგან სამართალდამცავებისთვის არავის დაურეკავს. ილია სიდამონიძე მომხდარს არც მედიასთან ამჟღავნებს.
„ძალიან გთხოვთ, ნუ დამიძაბავთ ვითარებას, არაფერი ყოფილა, არაფერი დამტვრეულა, არაფერი გაფუჭებულა“, – აცხადებს სიდამონიძე.

გიგი რუხაძე ახალციხის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი, ავტომობილების მოვლა პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი იყო. იგი სამსახურიდან დაახლოებით სამი თვის წინ გაათავისუფლეს. მისი მეუღლე, ნათია ხუციშვილი, "ახალციხის ციხის“ დირექტორის მოადგილეა.

„ეგეთი არაფერი მომხდარა“, – გვითხრა რუხაძემ სატელეფონო საუბარში და გაგვითიშა.

თანამშრომლების თქმით, რუხაძე ციხეზე მას შემდეგ მივიდა, რაც მისი მეუღლე სამსახურიდან გავიდა: „ნათია აღარ მობრუნებულა. მაგ დროს სად იყო, არ ვიცით“.

ინციდენტს, რომ ხუციშვილი არ შესწრებია, ამაზე თავადაც საუბრობს.

„არ ვიყავი სამსახურში, მერე თუ რამე მოხდა, არ ვიცი, მაგრამ როგორც ვიცი, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, – ამბობს ნათია ხუციშვილი.

ციხის თანამშრომლების თქმით, ჩხუბის ერთ–ერთი მიზეზი, სავარაუდოდ, პრემიების საკითხი იყო. დირექტორი გიდებისთვის პრემიის მიცემას არ აპირებს, ხუციშვილი კი ამას აპროტესტებს და მიიჩნევს, რომ პრემია გიდებმაც უნდა მიიღონ. ასევე, რუხაძესა და სიდამონიძეს შორის ურთიერთობის დაძაბვის თემაა ისიც, რომ „ხუციშვილს ციხის დირექტორად ამზადებენ“, ეს პროცესი კი დროში ჭიანურდება.

თავად ხუციშვილი იმას, რომ ციხის დირექტორობა სურს, ან ხელმძღვანელთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, კატეგორიულად უარყოფს: „დირექტორობაზე შეთავაზება არ მქონია, მაგრამ რომც მქონდეს, არ დავთანხმდები, აქ უკეთესად ვგრძნობ თავს და იმიტომ. ილია ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ მეორე მხარეც ხომ არის. თუმცა ილოსთან არასდროს შელაპარაკებაც კი არ მომსვლია. წესდებით რასაც მავალებს, ყველაფერს ვაკეთებ“.

თუმცა მისივე თქმით, არ არსებობს სამსახური, სადაც უფროსსა და ხელქვეითს შორის რაღაც უსიამოვნება არ მოხდეს: „მაგალითად რაღაცა არ მომწონს , მას მოსწონს და ამაზე შეიძლება კამათი მოხდეს. ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც ილოსთან, მაგრამ ხანდახან მოდის ხოლმე რაღაცა უსიამოვნებები“.

გახდა თუ არა ხუციშვილის მეუღლესა მის დირექტორს შორის ჩხუბის მიზეზი, პრემიების გამო შექმნილი უსიამოვნება, უცნობია. თუმცა ის, რომ თვის ბოლოს პრემიას გიდები და მათ შორის მეთვალყურეებიც ნამდვილად ვერ მიიღებენ, ეს უკვე სიდამონიძემ დაგვიდასტურა.

მისი განმარტებით, მეთვალყურეებსაც და გიდებსაც პრემიები აქამდე მიღებული აქვთ, ახლა კი პრემიას ის დარჩენილი 58 თანამშრომელი მიიღებს, რომლებსაც აქამდე პრემია არ აუღიათ: „11 600 ლარი გვაქვს და 200–200 ლარად გავანაწილეთ თანამშრომლებზე, მეტის საშუალება რომ იყოს, გიდებსაც მივცემდით და მეთვალყურეებსაც“.

ხუციშვილი ამბობს, რომ „ხვალ და ზეგ შეიძლება მისი მეუღლე და ილო ისევ ერთად ვნახოთ“.

გააგრძელებენ თუ არა მეგობრობას სიდამონიძე და რუხაძე, როგორც ამას ნათია ხუციშვილი ამბობს, უცნობია. ასევე ჯერ უცნობია, ხუციშვილია თუ არა ახალციხის მერის ის რჩეული კადრი, რომელსაც გიორგი კოპაძე თანამდებობაზე მოსვლის დღიდან დღემდე, „ახალციხის ციხის“ დირექტორად ეძებს. თანამშრომლები კი ირწმუნებიან, რომ ნათია ხუციშვილი დირექტორის მოადგილედ სწორედ ამ მიზნით გადმოიყვანეს: „მას დირექტორობისთვის ამზადებენ, ამის გამო ეძაბება ვითარება ამჟამინდელ დირექტორთანაც რუხაძეს“.

‘ახალციხის ციხის’ თანამშრომლები: მერის ყოფილმა მძღოლმა ‘ციხის’ დირექტორს დაარტყა და ნივთები დაუმსხვრია [შესწორებული]
ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

რედაქცია: მასალის თავდაპირველ ვერსიაში, გიგი რუხაძე მოხსენიებული იყო როგორც მერიის ამჟამინდელი თანამშრომელი. მერიის საშტატო ნუსხაში, რომელიც "სამხრეთის კარიბჭემ" მერიიდან 2015 წლის 21 მაისს გამოითხოვა (და 27 მაისს მიიღო), რუხაძე მოხსენიებულია როგორც "ადმინისტრაციული სამსახურის შტატგარეშე თანამშრომელი (ავტომობილების მოვლა–პატრონობაზე პასუხისმეგებელი პირი). მასალის გამოქვეყნების შემდეგ "სამხრეთის კარიბჭეს" მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ რუხაძე 2 ან 3 თვე იქნება მერიის თანამშრომელი აღარ არის.

"სამხრეთის კარიბჭე" ბოდიშს უხდის მკითხველს მასალის თავდაპირველ ვერსიაში გაპარული უზუსტობის გამო


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ახალციხის ციხის" დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე ძიება შეწყდა
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს
‘ახალციხის ციხის’ დირექტორის შესაძლო ცემის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალციხის მერიის თანამშრომელი წვრილმანი ხულიგნობისთვის დააჯარიმეს
ქალაქის მერი ‘ახალციხის ციხის’ ამბებზე: ძალიან ნუ გაზრდით ამ თემას
ახალციხის მერი: ‘ციხის დირექტორად რომ დავნიშნო, ახალციხეში ეგეთი ჯერ ვერავინ ვნახე’
ვინ ასრულებს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობას