FM97.5 / LIVE

სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა

მთავარისიახლე, სამართალი 13.03.2020
თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობისა და 7 პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ შალვა აბულაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა

შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა 2015 წლის 10 აპრილს დააკავეს. ახალციხის რაიონული სასამართლოს უკვე ყოფილმა მოსამართლე, გოჩა ჯეირანაშვილმა მას სამუდამო პატიმრობა ამავე წლის 21 დეკემბერს მიუსაჯა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, პოლიციის თანამშრომლებს გ.ბ-მ და გ.მ-მ , რომლებმაც ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს, ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც უკანონოდ შეიძინა და ატარებდა, სასიკვდილოდ დაჭრა გ.ბ, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გ.მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, ძებნილმა შალვა აბულაძემ ისანი-სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლების - ვ.გ-ს, ვ.გ-ს და ბ.მ-ს მიმართულებით, რომლებმაც იგი შემოწმების მიზნით შეაჩერეს ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბ.მ. გარდაიცვალა, ხოლო ვ.გ-მ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოათავსეს.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - ლ.გ-ს, მ.ს-ს, ლ.ჩ-ს და შ.ჯ-ს მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

2015 წლის 10 აპრილს, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს. დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ-5 ტიპის ხელყუმბარა.

სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
შსს მოსახლეობას აფრთხილებს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დასადგენად ბორჯომში სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს
შალვა აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა
ბორჯომში ორი პოლიციელი დაჭრეს
რისთვის მიუსაჯეს შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა – განმარტებები