FM97.5 / LIVE

პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

მთავარისამართალი 22.12.2015
საქართველოს მთავარი პროკურატურა პოლიელების მკვლელობასა და დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

პროკურატურა შალვა აბულაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებას "სამხრეთის კარიბჭე" უცვლელად გთავაზობთ:

"ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შალვა აბულაძე დამნაშავედ სცნო სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელების სიცოცხლის მოსპობისა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობის, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვისთვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილით, 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილით. მოსამართლემ შალვა აბულაძეს სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ შალვა აბულაძე 2015 წლის 23 იანვარს ქ. ბორჯომში, მესხეთის ქუჩაზე, გადაადგილებისას თან ატარებდა უკანონოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა გიორგი ბერუაშვილმა და გიორგი მახარაშვილმა ის შემოწმების მიზნით შეაჩერეს. შ.აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა გიორგი ბერუაშვილი, ხოლო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიაყენა გიორგი მახარაშვილს და მიიმალა.

სასამართლომ ასევე დაადგინა რომ, 2015 წლის 4 აპრილს, მიმალვაში მყოფი შალვა აბულაძე შემოწმების მიზნით, ქალაქ თბილისში კვლავ შეაჩერეს ისანი–სამგორის შს სამმართველოს თანამშრომლებმა – ვახტანგ გულიაშვილმა, ვალერიან გრძელიშვილმა და ბექა მარგიშვილმა. შეჩერების მოწოდებისთანავე, შ.აბულაძემ მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან პოლიციელთა მიმართულებით გახსნა ცეცხლი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბექა მარგიშვილი მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ხოლო ვალერიან გრძელიშვილი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსდა.

2015 წლის 5 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, შალვა აბულაძის ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით გატარებული სამძებრო ღონისძიებებისას, იგი შემჩნეულ იქნა ქ.თბილისში, წულუკიძის ქუჩის მიმდებარედ, რა დროსაც სამართალდამცავების დანახვისთანავე მან კვლავ გახსნა ცეცხლი პოლიციელების - მიმართულებით და კვლავ შეძლო მიმალვა.

გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2015 წლის 10 აპრილს, შალვა აბულაძე სამართალდამცველებმა ბორჯომში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს, დაკავებისას ამოღებულ იქნა ,,გლოკი“-ს სისტემის და ,,ПБ 6П9“-ს სისტემის პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და რგდ5-ის ტიპის ხელყუმბარა.

ახალციხის რაიონული სასამართლოს განაჩენით: შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 23 იანვარს გიორგი ბერუაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილზე (მცდელობა); შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 19, 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 05 აპრილს ლევან გენგაშვილზე, ლევან ჩიხრაძეზე, მალხაზ სამსონიშვილზე და შალვა ჯინიყაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 12 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

შალვა აბულაძის მიმართ წარდგენილი ბრალდება (2015 წლის 04 აპრილს, ვახტანგ გულიაშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-3531-ე მუხლის მესამე ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე; შალვა აბულაძე ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით, 19-353-ე მუხლის მესამე ნაწილით (2015 წლის 04 აპრილს ვალერიან გრძელიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და 3531-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 04 აპრილს, ბექა მარგიშვილზე თავდასხმის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და შალვა აბულაძეს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა", – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შალვა აბულაძის საქმის განხილვა გუშინ, 21 დკემბერს დასრულდა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აბულაძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.



[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რისთვის მიუსაჯეს შალვა აბულაძეს უვადო პატიმრობა – განმარტებები
სააპელაციო სასამართლომ შალვა აბულაძე სამუდამო პატიმრობაში დატოვა
შსს შალვა აბულაძის დაკავებას ადასტურებს
დაუდასტურებელი ინფორმაციით, შალვა აბულაძე დააკავეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, შალვა აბულაძე პატიმრობაში რჩება
შსს 13 საათზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს
ირაკლი ღარიბაშვილი: ‘ აბულაძის დაკავება ხელისუფლების ღირსების საქმე იყო’