FM97.5 / LIVE

ახალგაზრდულმა კლუბებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს

მთავარისაზოგადოება 16.11.2012
ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ეროვნების ახალგაზრდებმა დღეს საკუთარი ისტორიების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ ისაუბრეს

ახალგაზრდულმა კლუბებმა ტოლერანტობის დღე აღნიშნეს
ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაცია ”დემოკრატ მესხთა კავშირის” ორგანიზებით, ახალგაზრდული პროგრამების ფარგლებში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მასში ახალციხისა და ზუგდიდის ახალგაზრდული კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.

ახალგაზრდებმა საკუთარი ისტორიების, ტრადიციებისა და კულტურის შესახებ ისაუბრეს. ასევე, მათ საშუალება ჰქონდათ ”სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის” ხელმძღვანელთან, ზაურ ხალილოვთან ტოლერანტობის თემაზე ონლაინ რეჟიმში დაესვათ კითხვები.

”მნიშვნელოვანია, რომ ეს დღე აღინიშნება. ეთნიკური უმცირესობის მიუღებლობა ერთ-ერთი პრობლემაა ჩვენს საზოგადოებაში. რაც უფრო ხშირად იქნება მსგავსი ღონისძიებები, მით მალე მოგვარდება ეს პრობლემა. ვცდილობთ, რომ ეს ურთიერთობები უფრო დავაბალანსოთ. დღევანდელი დღეც ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო”, - ამბობს სტუდენტი ნინო ავეტისიანი.

”დემოკრატ მესხთა კავშირის” ხელმძრვანელის გიორგი ანდღულაძის თქმით, ტოლერანტობის დღე გაეროს წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება:
”ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით, განსხვავებული დღე მოგვეწყო. შევეცადეთ, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ახალგაზრდებს ერთმანეთისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია საკუთარი ისტორიის, საკუთარი ტრადიციების და კულტურის შესახებ”.

”ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია დეას” საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნონა ქობალიას თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები თავს კარგად გრძნობდნენ და მათი თვითმყოფადობა, რწმენა და შეხედულებები შენარჩუნებული იყოს.

”დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან საქართველოში მრავალი ეთნიკური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს. არ უნდა იყოს განსხვავება ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსა და მოსახლეობის უმრავლესობას შორის. ჩვენ არცერთი შეცდომა აღარ გვეპატიება. აუცილებელია, რომ ამაზე პირველ რიგში ახალგაზრდობამ ისაუბროს, რადგან ისინი ახალი დროის ადამიანები არიან და ის შეცდომები, რაც უფროს თაობას დაგვიშვია, ახალგაზრდობამ აღარ უნდა დაუშვას”, - ამბობს იგი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ ახალი პროგრამა დაიწყო
ტოლერანტობის ცენტრი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს
'დემოკრატ მესხთა კავშირს' ტოლერანტობის ქომაგის ტიტული მიენიჭა
ტოლერანტობის ცენტრმა ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა
ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]
ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს  სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა