FM97.5 / LIVE

2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან

მთავარიეკონომიკა 25.11.2014
თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი 3.840.000 ლარით განისაზღვრა. რა მიმართულებებია პრიორიტეტული მომდევნო წლისთვის და გაითვალისწინებს თუ არა თვითმმართველობა არასამთავრობოების შენიშვნებს.

2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი საჯაროდ განიხილეს. შეხვედრას სტუდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომდგენლები და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტი 3 მილიონ 840 ათასი ლარით განისაზღვრა.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ერთ–ერთი პრიორიტეტი მელიორაცია იქნება. აღნიშნულისთვის ბიუჯეტში 79 ათას ლარზე მეტია გათვალისწინებული. როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ აღნიშნა, მომავალ წელს მუნიციპალიტეტში მინიმუმ ორი სატუმბი სადგურის აღდგენა იგეგმება. გარდა ამისა, ყურადღება მიექცევა ინფრასტრუქტურას.

„მოწესრიგდება სარწყავი წყლის სისტემა, ასევე სასმელი წყლის სათავე ნაგებობები და მაგისტრალები, შიდა ქსელი. ასევე დაგეგმილია ინფრასტურქტურული პროექტები და მოწესრიგდება სხვადასხვა სოფლისკენ მიმავალი გზები“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 861,9 ათასი ლარია გათვალისწინებული. ააიპ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სუბსიდირებისთვის 620,8 ათასი ლარი, ხოლო შეშით უზრუნველყოფისთვის 15,0 ათასი ლარი გაითვალისწინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ როცა ბიუჯეტი იგეგმება ის გარკვეული კვლევის შედეგებზე უნდა იყოს აგებული. გარდა ამისა, მაკა სუდაძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტში სოციალური პროგრამებისთვის გათვალისწინებული თანხა ცოტაა, მაშინ როცა ანაზღაურებისთვის და ხარჯებისთვის 2 მილიონამდე ლარს ითვალისწინებენ.

„3 მილიონ 800 ათასიან ბიუჯეტში, 2 მილიონი სწორედ შრომის ანაზღაურებაზე და ხარჯებზე მიდის. სამედიცინო დახმარებისთვის კი 90 ათასი ლარია გათვალისწინებული. მიმაჩნია, რომ ცოტა არასწორად არის ბიუჯეტი დაგეგმილი“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მაკა სუდაძე და ამატებს, რომ ბიუჯეტი უფრო მეტად უნდა იყოს მორგებული სოციალურ საკითხებზე და არა ადმინისტრაციულ ხარჯებზე.

ახალციხის „სასოფლო საკონსულტაციო ცენტრის“ დირექტორის გურამ ჯინჭველაძის თქმით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები აქვს. ამბობს, რომ ბიუჯეტში პრიორიტეტები სწორადაა გამოკვეთილი.

„აქ ძალიან მარტივადაა საქმე, ჩვენ განვიხილავთ ქალაქ ვალისა და მუნიციპალიტეტის სოფლების ბიუჯეტს. ეს მოსახლეობა პირველ რიგში ჩართულია სოფლის მეურნეობაში და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობას უნდა მიექცეს დიდი ყურადღება. მელიორაციის გამართულობამ შეიძლება მკვეთრად შეცვალოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობა და ამაზე ყველაზე დიდი ყურადღება უნდა იყოს გამახვილებული“, – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ბიუჯეტის პროექტს შენიშვნებით საკრებულოს 25 ნოემბერს გადაუგზანვის. საბოლოო ბიუჯეტს კი მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცებენ.

2015 წლის ბიუჯეტს არასამთავრობოები ეცნობიან

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საკრებულომ 2013 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2015 წლის ბიუჯეტი 3.900.000 ლარით განისაზღვრა
ბორჯომის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარამდე გაიზარდა
ადიგენის ბიუჯეტი ტრანსფერზეა დამოკიდებული
ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 358 ათასი ლარით გაიზარდა
ახალციხეში 2013 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა დაიწყო
ცვლილებები ახალციხის ბიუჯეტში