FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ

მთავარიპოლიტიკა 11.02.2015
დღეს, 11 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მესამე სხდომაზე დეპუტატებმა 9 საკითხი განიხილეს, ამათგან, სამ საკითხს უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში სამ შტატს ამატებენ

უმცირესობამ მხარი არ დაუჭირა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცებას. აღნიშნულ სამსახურს ორი შტატი ემატება. ასევე არ დაუჭირეს მხარი „ნაციონალებმა“ ადმინისტრაციულ სამსახურში ერთი შტატის დამატებას.

„ამ ბოლოს, თითქმის ყველა სხდომაზე ემატება მინიმუმ ერთი შტატი, დროა ეს დასრულდეს. თუ საჭიროა კონსულტაციები, შევიკრიბოთ და ბოლოს და ბოლოს გავარკვიოთ, რამდენი თანამშრომელია საჭირო იმისთვის, რომ გამგეობამ და საკრებულომ ეფექტურად იმუშაოს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაკა სუდაძემ.

უმცირესობის კრიტიკა მოჰყვა ბიუჯეტის შესრულება–არშესრულების საკითხსაც.

სხდომაზე საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გელა ლომიძემ აღნიშნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტი თითქმის 100 პროცენტით შესრულდა.

„ეს არის მოსახლეობისთვის თვალში ნაცარის შეყრა. სინამდვილეში ბიუჯეტი 82 პროცენტით შესრულდა და ესეც ხარჯვით ნაწილში, საურავებისა და ჯარიმების ხარჯზე“, – ამბობს მაკა სუდაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ გამგეობაში შტატების დამატება საქმის სიმრავლით ახსნა.

„ერთი შტატი ემატება საორგანიზაციო განყოფილებაში, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების რეგისტრაციას და მასზე მონიტორინგს. იურიდიულ სამსახურს დაემატა ორი შტატი: განყოფილების უფროსი და სპეციალისტი. ეს განყოფილება შედგებოდა სამი წევრისაგან. იქიდან გამომდინარე, რომ მუნიციპალიტეტში საკმაოდ ვრცლად არის იურიდიული საკითხები და მოსახლოებას ბევრი კითხვა აქვს, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გაძლიერებულიყო ეს სამსახური“, – ამბობს ზაზა მელიქიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულ შტატებზე ვაკანსიებს ორ დღეში გამოაცხადებს.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას 4 შტატი დაემატა
‘არ გვინდოდა მონაწილეობა შოუში და ცირკში’ – უმცირესობამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა
ადიგენის გამგეობაში სამი შტატი დაამატეს
ახალციხის მერიას ერთი შტატი მოაკლდა
ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებს ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა
მაკა სუდაძე: გადავწყვიტეთ საფინანსო საკითხებს მხარი აღარ დავუჭიროთ
ბორჯომის ააიპ–ებში შტატების რაოდენობა იზრდება