FM97.5 / LIVE
ძვირი წყალი

ძვირი წყალი

მთავარიეკონომიკა 05.09.2012
ახალქალქალაქში იურიდიულ პირებს წყლის მრიცხველებს უმონტაჟებენ. 1 კბ/მ წყლის ღირებულება 4.31 ლარია, რაც ბევრისთვის ბიზნესის დახურვის ან წყლის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს

ძვირი წყალი

ვარდან შოლახიანს ახალქალაქში ავტოსამრეცხაო აქვს. იგი არაფრით თანხმდება მრიცხველის დამონტაჟებას, რადგან წყლის ფასს არარეალურად მიიჩნევს.

“დღეში 15 ტონამდე წყალს ვხარჯავ, ამიტომ ჩემთვის წამგებიანია. ბიზნესიდან შემოსული მთელი ფულიც რომ დავდო და სახლიდანაც რომ მოვიტანო, წყლის ხარჯის ანაზღაურებას მაინც ვერ შევძლებ. ხელმძღვანელობას მივმართეთ, რომ ასე არ შეიძლება მოხდეს, ამიტომ აუზებზე და სამრეცხაოებზე მონტაჟის პროცესი ჯერჯერობით შეაჩერეს”, - ამბობს იგი.

თუმცა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის ფილიალის ხელმძღვანელობის თქმით, ყველა იურიდიულ პირს, მისი სურვილის მიუხედავად, ამა წლის 1 ოქტომბრამდე წყლის მრიცხველი უნდა დაუმონტაჟდეს. ან იურიდიულ პირს წყლის გამოყენებაზე უარის თქმის უფლება აქვს.

წყლის ფასი მაღალი ეჩვენებათ მაღაზიების მფლობელებსაც. ბერმა მრიცხველი უკვე დაამონტაჟა. ისინი ამბობენ, რომ საგადასახადადო სამსახურის შეეშინდათ.

ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ვინაობის დასახელება არ მოისურვა, წყლის ფასზე ჩივის, თუმცა, ამბობს, რომ გადასახადს ჩვენების შესაბამისად გადაიხდის.

“დავაყენე, მაგრამ უკმაყოფილო ვარ. დღეში 2 კბ/მ წყალს ვხარჯავთ, თვეში დაახლოებით 240-250 ლარი გამოდის. კომუნალურ ხარჯებს მთელი შემოსავალი ვერ აუდის. ხელმისაწვდომი ფასი მაინც დაეწესებინათ. მრიცხველის დაწერილი გადასახადის გადახდის წინააღმდეგი არ ვარ, ვიცი, რომ ამას კანონი მოითხოვს, მაგრამ ფასი მისაღები უნდა იყოს”, - ამბობს იგი.

მეორე პრობლემა, რაც მრიცხველების დაყენების შემდეგ შეიქმნება, მკაცრი ზამთარია. 6-8 თვის განმავლობაში ყინვები 200ჩ-300ჩ -მდე აღწევს. წყლის მილების გაყინვისა და დასკდომის ასარიდებლად ხალხი იძულებულია ონკანები ღია დატოვოს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის ფილიალში განმარტავენ, რომ 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 30 აპრილამდე მოსახლეობა წყლის გადასახადს არა მრიცხველის ჩვენების მიხედვით, არამედ ზაფხულის პერიოდის ხარჯიდან დადგენილი საშუალო ფასით გადაიხდის.

ერთ-ერთი საპარიკმახეროს მეპატრონეს ამ დაპირების არ სჯერა.

“წყალი ისედაც ყოველ ზამთარს იყინება და რა მოხდება, რომ მოვკეტო. მითხრეს, რომ სამი თვის გადასახადს არ აიღებენ, ზამთრის პერიოდის ფასდაკლებაზე ჩემთვის არაფერი უცნობებიათ. ვუთხარი, რომ დავთანხმდები, მაგრამ თუ მილები დასკდება, ყოველ ჯერზე თავისი ხარჯით დამიყენებენ ახალ მილებს. გამოდის, რომ მათთვის უნდა ვიმუშაო. წყალი თავისი დინებით მოდის აბლარიდან, რისთვის ხარჯავენ ფულს, რომ ჩვენგან მრიცხველით უნდათ ფულის მიღება”, - ჩივის იგი.

სასურსათო მაღაზიის მეპატრონეს არტიუშ კარაპეტიანს მრიცხველი უკვე აქვს, მაგრამ უკმაყოფილოა.

“უხარისხოდ დააყენეს, გასდის. თუ ზამთარში მილები გაიყინება, მაღაზიაში წყალს მოვხსნი, სხვა რა გზა მაქვს?!”, - ამბობს იგი.

ორგანიზაციებისა და იურიდიული პირების უკმაყოფილებას ისიც იწვევს, რომ მრიცხველის მონტაჟის ხარჯს ისინი თავად ანაზღაურებენ. მონტაჟი, მილის დიამეტრის შესაბამისად, 120-დან 225 ლარამდე ჯდება. წყალმომარაგების კომპანია, ისიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მილის იმ მონაკვეთის კეთილმოწყობაზე იღებს პასუხისმგებლობას, რომელზეც მრიცხველი მონტაჟდება.

“როცა მილები კაფელის ან ბეტონის ქვეშაა, ბუნებრივია, ამ საფარის დაზიანება გვიწევს და ეს ხარჯიც მფლობელის ასანაზღაურებელია. თუ მილები იმ ადგილას, სადაც მრიცხველი უნდა დავაყენოთ, არანორმალურ მდგომარეობაშია, მილის ამ მონაკვეთს ჩვენი ხარჯით ვცვლით”, - ამბობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების ახალქალაქის ფილიალის შემოსავლების მენეჯერი გიორგი ვახტანგიშვილი.

გამრიცხველიანება ახალქალაქში 1 ივნისს დაიწყო. ქალაქში დაახლოებით 132 ორგანიზაცია მოქმედებს და მათგან 104-ს უკვე აქვს წყლის მრიცხველი. სამი თვის განმავლობაში მრიცხველები დამონტაჟდა გამგეობაში, საკრებულოში, ახალქალაქის სკოლებში, საბავშვო ბაღებში, მუზეუმში, მუსიკალურ და ჭადრაკის სკოლებში, კულტურის სახლსა და რამდენიმე მაღაზიაში.

“ორგანიზაციებს მრიცხველების დაყენების შესახებ წინასწარ ვაცნობეთ. პირველ რიგში, იქ დავამონტაჟეთ, სადაც ამის გაკეთება შედარებით ადვილი იყო”, - ამბობს ვახტანგიშვილი.

მრიცხველებს სამი სამკაციანი სამუშაო ჯგუფი ამონტაჟებდა. ორმა ბრიგადამ თვეზე მეტხანს იმუშავა. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ჯგუფი მუშაობს.

ახალქალაქის გაერთიანებული წყალმომარაგების ფილიალში არ უარყოფენ, რომ მრიცხველების დაყენებასთან დაკავშირებით ორგანიზაციებიდან საჩივრებია.

“მრიცხველებს ჩვენ კი არა, სახელმწიფო აყენებს. ხარჯებს რაც შეეხება, ვინც ამას ამბობს, არ ესმის, რომ ჩვენ წყალზე სხვა ქალაქებთან შედარებით გაცილებით მეტი ხარჯი გვაქვს, რადგან ხაზები ძველია. დღეში 2-3 ავარია შეიძლება მოხდეს, ესეც ხარჯია. გარდა ამისა, წყალს ქლორირებას ვუკეთებთ”, - ამბობს გიორგი ვახტანგიშვილი.

მრიცხველების დაპლომბვა მას შემდეგ დაიწყება, რაც დამონტაჟება დასრულდება. ამის შემდეგ გადახდასაც მოხმარებული წყლის მიხედვით დაიწყებენ. როგორ იმოქმედებს ეს ადგილობრივ ბიზნესზე, ზამთარში გაირკვევა.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში იურიდიული პირები წყლის მრიცხველების დაყენებაზე უარს ამბობენ
ახალქალაქში გაუმართავ წყლის მრიცხველებს უჩივიან
რატომ შეფერხდა ასპინძაში წყლის მრიცხველების მონტაჟი
ახალქალაქში ხშირად სასმელი წყლის გარეშე რჩებიან

ოცი წელი წყლის გარეშე
ხანძთელის ქუჩაზე წყლის მილი ისევ დაზიანდა