FM97.5 / LIVE

‘სულ მართალ კაცს ვთამაშობდი, ნაღდი ვიყავ, აღარა ვარ’–ეპიზოდები შალვა კეღოშვილის ცხოვრებიდან

მთავარისაზოგადოება 14.12.2015
გუშინ, 13 დეკემბერს, 68 წლის ასაკში, პოეტი და მსახიობი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა. გთავაზობთ საინტერესო და მნიშვნელოვან ეპიზოდებს შალვა კეღოშვილის ცხოვრებიდან.

‘სულ მართალ კაცს ვთამაშობდი, ნაღდი ვიყავ, აღარა ვარ’–ეპიზოდები შალვა კეღოშვილის ცხოვრებიდან
შალვა კეღოშვილი

მსახიობი, პოეტი, ღირსების ორდენის კავალერი, მრავალი სიგელის, დიპლომისა და ჯილდოს მფლობელი, მხატვრული კითხვის ოსტატი, ორატორი და უბრალოდ „სამცხე-ჯავახეთის თამადა“ - ასე იცნობდნენ სამცხე-ჯავახეთში შალვა კეღოშვილს.

მის სტუდენტობას "ერთი ჭედილა ცხვარი" შეწირვია


ცნობილი თამადა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში დაიბადა. სკოლის დამთავრების შემდეგ ურჩიეს, სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში გაეგრძელებინა. სამსახიობო ფაკულტეტზე მოხვედრა იმ დროს იმდენად ძნელი იყო, რომ მასზე ოცნებასაც ვერ ბედავდა. ახლობლების რჩევით, საბუთები შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში მაინც შეიტანა. ეკონომიკურად გაჭირვებულმა ოჯახმა შვილის სწავლას „ერთი ჭედილა ცხვარი შესწირა“. ამ ფულით თბილისში გამოცდებისთვის ჩასულმა მომავალმა მსახიობმა ფეხსაცმელი იყიდა.

„ახალი ფეხსაცმელი გზაშივე დამეხა. გამოცდის წინ მეგობარს გავხადე, რადგან რამდენიმე ზომით დიდი იყო, ქაღალდები გავტენე და გამოცდაზე ისე გამოვცხადდი“, - იხსენებდა შალვა კეღოშვილი 2009 წელს „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში.

აკაკი ხორავას უთქვამს, მომაშორეთ აქედან და მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღებაო

მომავალ მსახიობს აკაკი ხორავას გულის მოგება არ გასჭირვებია. ამბობს, რომ მისაღები ადგილების რაოდენობა შეზღუდული იყო, მისი ჩაჭრა კი ადვილი შესაძლებელი. თუმცა გამოცდას წარმატებით გაართვა თავი: „ბოლოს მითხრეს, რომ ჭიქიდან წყალი ისე უნდა დამელია, რომ მათ ვერ დაენახათ. გაბრაზებულმა ვუთხარი, რომ ჩემი ჩაჭრა უნდოდათ და ხელი ისე გავიქნიე, ვითომ წყალს მათ ვასხამდი. შეცბუნებულებმა თავი ჩაწიეს, მე კი დრო ვიხელთე და დავლიე“.

სწორედ ამ ეპიზოდმა გადაწყვიტა მისი მომავალი. „მომაშორეთ აქედან და მიაქციეთ ამ ბიჭს ყურადღებაო“, - უთქვამს სიცილით ჩაბჟირებულ ხორავას მასზე.

"სამსახურიდან გაგდების მიზეზი ჩემი ხუმრობები გახდა“ – პირველი სამსახური

1965 წელს სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. სწავლის დამთავრების შემდეგ მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დაიწყო მუშაობა. თუმცა მესხეთის თეატრის სცენაზე დიდხანს არ მდგარა.

„სამსახურიდან გაგდების მიზეზი ჩემი ხუმრობები გახდა. „დიდ მსახიობებს გაუმარჯოს!“ - ასე ვესალმებოდი თანამშრომლებს. ეს მასხრად აგდებად ჩამითვალეს.

წამყვანი მსახიობი გორში

მესხეთიდან გორის თეატრს მიაშურა, სადაც 12 წელიწადი წამყვანი მსახიობი იყო.

თეატრის გარდა, 1975-88 წლებში გორში კულტურის განყოფილების გამგედ მუშაობდა. მუშაობის პარალელურად, პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ყველა ჯილდო და დამსახურება გორის სახელმწიფო თეატრში მოღვაწეობის დროს აქვს მიღებული.

საყვარელი როლი

ორმოცდაათამდე სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული და ყველაზე მეტად ოსურ კომედია „ჩეფენაში“ შესრულებული ბოქაულის როლი უყვარს.

„გორიდან მოხუცი მშობლების გამო წამოვედი. ძალიან ბევრს მივაღწიე იქ და ვინანე, რომ ვეღარ დავბრუნდი. მერე დავოჯახდი. ახლა 15 წლის ბიჭი გვყავს. ჩემი ცოლი ცოცხალი ენციკლოპედიაა, ძალიან ნიჭიერია“, - თვალები უბრწყინავდა ამ დეტალების გახსენებაზე.

„მე რომ სადღეგრძელოს ვიტყვი, ცამ ქუხილი უნდა დაიწყოს“ – თამადობის უნარით განსაკუთრებით ამაყობდა

პირველად ქორწილს, 19 წლის ასაკში უთამადა. ლექსად თქმული ყველა სადღეგრძელო ტაშით ჯილდოვდებოდა.

„მე რომ სადღეგრძელოს ვიტყვი, ცამ ქუხილი უნდა დაიწყოს“, - ამბობდა და დასძენდა, რომ მას შემდეგ ლხინისა თუ ჭირის სუფრაზე უცვლელი თამადა იყო.

2008 წელს კონკურსში - „საქართველოს თამადა“, ჯერ რეგიონის გამარჯვებული გახდა, შემდეგ კი საქართველოს საუკეთესო თამადების ხუთეულში მოხვდა.

„კონკურსზე ოთხი სადღეგრძელო წარმოვთქვი დედაზე, ვაზზე, დღევანდელობაზე და ქალზე“, - იხსენებდა კონკურსის შემდეგ.

მისი ლექსების მუზა უმეტესად ქალი იყო


მისი ლექსების უმრავლესობა ქალზეა.

„ქალი ყველა დროის მარგალიტია, ვერაფერი შეედრება მის სიდიადეს, მის საოცრებას“, – ამბობდა იგი.

„მხოლოდ ლოცვა და სიყვარული გადაგვარჩენს“, – ამბობდა შალვა კეღოშვილი და ყველა დღეს ლოცვით იწყებდა და ამთავრებდა.

„დიდ პოეტებს ჩვევიათ ფსევდონიმით წერა“, – ასე ხსნიდა მისი ლექსების კრებულის „ჩიხორისელის“ ფსევდონიმით დაბეჭდვას.

„სულ მართალ კაცს ვთამაშობდი, ნაღდი ვიყავ,
აღარა ვარ,
ლამაზებზე ლექსებს ვწერდი
თამადა ვარ,
დღედაღამე ვლოცულობდი სამშობლოსთვის
ღმერთთანა ვარ,
ღმერთო იხსენ საქართველო!
თამადა ვარ...
ვაგლახ სიბერემ მიწია, ბეწვის ხიდზე ვეღარ გავალ
არ გამიწყრე გენაცვალე,
თამადა ვარ,
რა ყოფილა ეს ცხოვრება, რა ვიყავი
ეხლა რა ვარ,
გულო ჩადექ საგულესა, თამადა ვარ! თამადა ვარ!“


ადიგენში, ჭულეს ახლოს – შალვა კეღოშვილის საყვარელი ლექსი



შალვა კეღოშვილი - ვაზებს ცრემლი ვინ წმინდოს?!



[ნინო ნარიმანიშვილი, თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მხატვრული კითხვის ოსტატი შალვა კეღოშვილი გარდაიცვალა
მესხეთის თეატრის მსახიობის წარმატება ბარსელონაში
50 წელი მესხეთის თეატრის სცენაზე
მესხეთის თეატრის მსახიობი დააჯილდოვეს
მესხეთის თეატრის სცენაზე 2008 წლის აგვისტოს მოვლენები გაცოცხლდება
‘ვერ წარმომიდგენია დღე თეატრის გარეშე’ – ცირა ტაბატაძის 35 წელი სცენაზე
მესხეთის თეატრი რეპერტუარს არჩევს