FM97.5 / LIVE

ვალეში გაფიცული 19 მუშიდან, რომლებიც სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, ოთხი სამსახურიდან გაათავისუფლეს

მთავარისაზოგადოება 12.12.2015
ვალეში, საპროტესტო აქციის დროს გათავისუფლებული 19 გარდაბნელი მუშა, სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, 4 მათგანი, ხელშეკრულების დასრულების მიზეზით, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ვალეში გაფიცული 19 მუშიდან, რომლებიც სამუშაოდ გარდაბანში დააბრუნეს, ოთხი სამსახურიდან გაათავისუფლეს
ვალეში, სამხრეთ–კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის 19 მუშა, რომლებიც კომპანიამ სამუშაოდ გარდაბნიდან ვალეში გადაიყვანა, ისევ გარდაბანში, ამავე პროექტის ფარგლებში დაასაქმეს, თუმცა როგორც დასაქმებულები ამბობენ 11 დეკემბერს, 19 მუშიდან 4 მათგან ხელშეკრულების დამთავრების მიზეზით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

„სამუშაოზე დაგვაბრუნეს, მაგრამ დღეს, 4 ადამიანი ისევ გაათავისუფლეს, თქვენ კონტრაქტები დაგიმთავრდათო. შავ მუშებად ვმუშაობთ, ცუდად არ გვექცევიან, მეც რამდენიმე დღეში ხელშეკრულება მიმთავრდება, გამიგრძელებენ თუ არა, არ ვიცი“, – ამბობს მერაბი ბუდაღაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ვალეში საპროტესტო აქცია 2 დეკემბერს დაიწყო, ამ დღეს 200–მდე მუშა გაიფიცა. დილის 09:00 საათიდან დაწყებული აქცია 15:00 საათამდე გაგრძელდა. მუშები ითხოვდნენ კომპანიის ხელმძღვანელობასთან დალაპარაკებას, თუმცა უშედეგოდ. ასევე უშედეგოდ ელოდნენ შუამდგომლობას სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმიისტრაციიდან.

ამ დღეს კომპანიამ სამსახურიდან 19 თანამშრომელი გაათავისუფლა, იმ მოტივით, რომ ისინი თბილისიდან და გარდაბნიდან იყვნენ გადმოყვანილი. გათავისუფლებულები ღამით სასტუმროდანაც გაყარეს.

აქცია მეორე დღეს, 3 დეკემბერსაც გაგრძელდა. მუშები ისევ ავიდნენ სამშენებლო ობიექტზე, შედარებით ნაკლები, დაახლოებით 100 ადამიანი და იგივე მოთხოვნები წაუყენეს კომპანიას. „ბეხტელ–ენკას“ ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გაფიცულებს მოლაპარაკება შესთავაზა. მუშებმა სათათბიროდ 4 ადამიანი შეარჩიეს, შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა შედგა. კომპანიამ მუშებს მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა.

გაფიცულები ამ დღესაც შუადღეს დაიშალნენ, იგივე პირობით, რომ აქციებს გააგრძელებდნენ.

აქციის მესამე დღეს, 4 დეკემბერს, გაფიცულებს კომპანიის ხელმძღვანელობა შეხვდა და სამუშაო საათების ისევ მომატებას და შესაბამისად, ხელფასების გაზრდას დაპირდა. მუშების ნაწილმა თავიდან შეთავაზებაზე უარი თქვა, რადგან ითხოვდნენ ორმაგად ანაზღაურებოდათ შაბათ დღეს მუშაობა. თუმცა, საბოლოოდ დათანხმდნენ და სამსახურებს დაუბრუნდნენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ
დღე III - ვალეში გაფიცულმა მუშებმა პროტესტი განაახლეს
ვალეში გაფიცულების მოთხოვნები კომპანიამ ნაწილობრივ  დააკმაყოფილა
ვალეში გათავისუფლებული მუშები შესაძლოა გარდაბანში დაასაქმონ
ვალეში გაფიცულებიდან 19 მუშა სამსახურიდანაც გაუშვეს და სასტუმროდანაც
ვალეში მუშების საპროტესტო აქცია გრძელდება
ვალეში გაფიცული მუშები მოლაპარაკებას დათანხმდნენ