FM97.5 / LIVE

ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა

მთავარისაზოგადოება 13.11.2012
ივერიელის კორპუსი მძიმე მდგომარეობაშია. რას დაჰპირდა ვაჟა ჩიტაშვილი კორპუსის მცხოვრებლებს; რომელი პრობლემა მოგვარდა და რომელი რჩება კვლავ გადაუჭრელი

ივერიელის კორპუსი დანგრევის პირასაა
30 წელიწადზე მეტია ივერიელის ქუჩაზე, შემაღლებულ ადგილზე ოთხსართულიანი კორპუსი დგას. ქალაქში ამ კორპუსს, მისი ადგილმდებარეობის გამო, ხშირად ცალკე კუნძულად მოხსენიებენ.

კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ არაერთხელ აღმოჩნდნენ სხვადასხვა პრობლემის წინაშე.

ამჟამად მოსახლეობას ყველაზე მეტად შენობის პრობლემა აწუხებს. კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ შენობა დანგრევის პირასაა.
„ბინა ფაქტობრივად იშლება, უკვე ”არმატურები” ჩანს“, –გვეუბნება კორპუსის მცხოვრები ლალი ტონაკანიანი.

ადგილობრივები გვიხსნიან, რომ ათეული წლებია შენობას რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია. ამას ხანგრძლივი წვიმებიც დაემატა, კედლები დასველდა და დაიბზარა. მათივე თქმით, წყალი კედლებიდან სახლებშიც შევიდა, დაზიანებულია სადარბაზოებიც. ჭერიდან ბათქაში ცვივა.
კორპუსის „ამხანაგობის“ თავმჯდომარე ნოდარ მაისურაძე ამბობს, რომ ოფიციალური განცხადებით კორპუსის მცხოვრებლებს არავისთვის მიუმართავთ.

"უბრალოდ, დიდი სურვილი გვაქვს, ფასადი შეკეთდეს", - ამბობს იგი.

მიუხედავად იმისა, რომ შენობის მდგომარეობა ყველა მცხოვრებს აწუხებს, კომპეტენტური უწყებისთვის მიმართვას არავინ აპირებს.
"წერე და იკითხე... რა აზრი აქვს, შედეგი მაინც არ მოჰყვება", - გვეუბნება ლალი ტონაკანიანი.

შენობის პრობლემებზე კორპუსის მცხოვრებლები წინასაარჩევნოდ მათთან მისულ ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარ კანდიდატს (აწ უკვე დეპუტატს) ვაჟა ჩიტაშვილს ესაუბრნენ. ჩიტაშვილი ადგილობრივებს ფასადის შეკეთებას დაჰპირდა.

”დაგვპირდა, რომ ბუნებრივ აირს შემოგვიყვანდნენ და ფასადსაც შეგვიკეთებდნენ. ბუნებრივი აირი მართლაც შემოგვიყვანეს, თუმცა, ფასადთან დაკავშირებით არავინ ჩანს“, - ამბობს ლალი ტონაკანიანი.

ვაჟა ჩიტაშვილმა ”სამხრეთის კარიბჭესთან” საუბარში დაადასტურა, რომ ადგილობრივებს კორპუსის პრობლემებია მოგვარებას ნამდვილად დაჰპირდა. თუმცა, როდის დაიწყება კორპუსის შეკეთება, მისთვის ჯერჯერობით უცნობია
.
არსებულ პრობლემაზე „სამხრეთის კარიბჭე“ მუნიციპალიტეტის გამგებელს გელა დემეტრაძესაც დაუკავშირდა. დემეტრაძემ თავდაპირველად შეხვედრაზე უარი მოუცლელობის გამო თქვა, მეორე დღიდან კი ჩვენს ზარებს აღარ უპასუხა.

[ნინო ზედგინიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძთელის ქუჩაზე კორპუსის ფასადის რეაბილიტაციას ითხოვენ
ფეკალური მასა 23-ე კორპუსის სარდაფში
ე.წ. ივერიის ბინაში ეზო და კორპუსის ფასადი რემონტდება
ზარზმელის  ქუჩის #55–ში მცხოვრებლები ეზოს მოწესრიგებას ითხოვენ
დიდიმამიშვილის ქუჩაზე კორპუსის ფასადი შეიღება და ეზოში გზა დაიგო
ვალეში, ის კორპუსი ინგრევა, რომელიც ხუთი თვე წყლით იტბორებოდა
კოსტავას ქუჩაზე სასმელი წყალი კორპუსის ეზოს ტბორავს