FM97.5 / LIVE

„მერიამ დახაზულის წაშლა მოგვთხოვა“ – რატომ დაიხაზა შეცდომით ქვეითთა გადასასვლელი

მთავარიეკონომიკა 09.12.2015
რატომ დახაზეს შეცდომით კოსტავას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი; დამკვეთის თუ შემსრულებლის შეცდომა. ვის აკისრებს პასუხისმგებლობას შპს „გზაჯვარედინი“ და რა პასუხი აქვს ახალციხის მერიას.

„მერიამ  დახაზულის წაშლა მოგვთხოვა“ – რატომ დაიხაზა შეცდომით ქვეითთა გადასასვლელი
ახალციხეში გზის სავალ ნაწილებს, პარკირების ადგილებსა და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებს ხაზავენ. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა შპს „გზაჯვარედინი“ ახორციელებს.

ქალაქის ცენტრში, კოსტავას ქუჩაზე აღნიშნულმა კომპანიამ ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი შეცდომით დახაზა. გადასასვლელს ერთ მხარეს ტროტუარი, მეორე მხარეს კი გაზონი აქვს. ამ ეტაპზე გაზონიც მოძრაობის ამკრძალავი ლენტითაა შემოსაზღვრული. მას შემდეგ რაც ეს „სამხრეთის კარიბჭემ“ გადაიღო მომხდარს სოციალურ ქსელში რეზონანსი მოჰყვა.

შემსრულებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ დამკვეთმა, ქალაქის მერიამ მათ დახაზულის წაშლა მოსთხოვა. თუმცა „გზაჯვარედინი“ პასუხისმგებლობას ახალციხის მერიას აკისრებს. კომპანიაში ამბობენ, რომ დახაზულის წაშლას არ აპირებენ.

„საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ განგვისაზღვრია სად რა უნდა დაგვეხაზა. სადაც მიუთითეს სამუშაოთა მწარმოებელს იქ დახაზა. ახლა გვითხრეს წაშალეთო, მაგრამ ასე ადვილად არ ხდება. თავიდანვე რომ ყოფილიყო სრულყოფლი პროექტი გაცილებით უკეთესი იქნებოდა“, – ამბობს შპს „გზაჯვარედინის“ გენერალური დირექტორი ნიკა გაბელაია.

მისი თქმით დახაზულს იმ შემთხვევაში წაშლიან, თუ მერია ახალ ხელშეკრულებას გაუფორმებს: „წაშლასაც დამატებითი ხარჯები უნდა, რომელიც არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული. გამგეობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. გავაფორმოთ ახალი ხელშეკრულება და ჩვენი მხრიდან პრობლემა არ იქნება“.

კომპანიაში შეცდომის მიზეზს არასრულყოფილი პროექტითაც ხსნიან: „ტენდერში რაც იყო ატვირთული, ამას პროექტს ვერ დავარქმევ. ეს იყო პროექტის მაგვარი ნახატი, სადაც მხოლოდ პარკირების ადგილები იყო მონიშნული. რაც შეეხება დანარჩენს, საპატრულოსთან და მერიის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე ვთანხმდებით. სამწუხაროდ, რეგიონებში ასეთ პრობლემებს ხშირად ვაწყდებით“, – ამბობს ნიკა ბაგელია.

საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ახალციხის მერიაში. მერის მოადგილის ზაზა გელაძის განმარტებით, პროექტში დეტალურად აქვთ გაწერილი სად რა და როგორ უნდა გაკეთდეს.

„ყველა ადგილი, სადაც უნდა დაიხაზოს ფოტოებით გვაქვს მითითებული. თუ ხარვეზი აქვთ გავდივართ ვეუბნევით და ამბობენ გავასწორებთო. ახალი ხელშეკრულება არ გაფორმდება. საგზაო ნიშანი, რომ დაინახეს, ხომ შეიძლებოდა ცოტა დაბლა დაეხაზათ და კიდევ ერთი, შესაძლოა აღნიშნულ ადგილზე დახაზვა საერთოდ არ ყოფილიყო საჭირო, რადგან ქვეითად მოსიარულეთა გადასასველის ნიშანი ისედაც დგას“, – ამბობს გელაძე.

„გზაჯვარედინში“ აცხადებენ, რომ არასრული პროექტი ერთადერთი პრობლემა არ არის.

„მეტეოროლოგიური პირობები არ გაძლევს საშუალებას, რომ სამუშაოები დროულად დავასრულოთ, დღენახევრის საქმე გვაქვს დარჩენილი. ძალიან ყინავს, გვიან ვიწყებთ მუშაობას და გაშრობა უჭირს, ამიტომ ვფერხდებით“,– ამბობს გაბელაია.

მისი თქმით, სამუშაოების შეფერხების მიზეზი, გვიან გამოცხადებული ტენდერია: „თუ მზიანი ამინდები არ იყო მუშაობას ვერ გავაგრძელებთ. მოგვიწევს ხელშეკრულება იმ სამუშაოებზე გავაფორმოთ რაც გავაკეთეთ. დარჩენილი გადავა მეორე წელს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე რატომ არ გამოცხადდა ტენდერი შედარებით ადრე, მერიაში, გელაძე გვპასუხობს: „როცა ფული ვიშოვეთ მაშინ გამოვაცხადეთ.თანხა ეკონომიების ხარჯზე ვიშოვეთ მოვაგროვეთ“.

[თინათინ ზაზაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში შეცდომით დახაზულ ქვეითთა გადასასვლელს  წაშლიან
დღის ფოტო: ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელი [Photo]
შეცდომით დახაზული ქვეითთა გადასასვლელი ნაცრისფერი საღებავით გადაღებეს
მოძრაობა წესების გარეშე
ახალციხეში მიქუტიშვილის ქუჩაზე მშენებარე გზის გაფართოებას ითხოვენ
ახალციხეში პარკინგის მოწესრიგებას ცდილობენ
ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს