FM97.5 / LIVE

ახალციხეში პარკინგის მოწესრიგებას ცდილობენ

მთავარისაზოგადოება 16.12.2015
ახალციხეში, ცენტრალურ ქუჩებზე, მანქანების გაჩერება შესაძლოა ფასიანი გახდეს. პარკირებისთვის ადგილები უკვე გამოყოფილია.

ახალციხეში პარკინგის მოწესრიგებას ცდილობენ

გზის სავალი ნაწილები, პარკირების ადგილები და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები ახალციხეში შპს „გზაჯვარედინმა“ დახაზა. მონიშნულია პარკინგის ადგილები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაც.

ასე ახალციხის მერია ქალაქში მოძრაობის მოწესრიგებას გეგმავს. ქალაქში მომრავლებული ავტომანქანების გამო, გარდა იმისა, რომ დილისა და შუადღის საათებში სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე (და არამხოლოდ) საცობებია, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეუძლებელია მანქანის გაჩერებაც.
ახალციხის მერიაში პარკინგის მოწესრიგებაზე საუბარი დიდი ხნის წინ დაიწყეს. საკითხები უფრო დაკონკრეტდა ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ააიპ „ახალციხის ტბა“ დაფუძნდა. მაშინ მერიაში ამბობდნენ, რომ ამ ააიპ–ს დაევალებოდა პარკინგის მართვაც.

„დაიხაზება თუ არა კონკრეტული ტერიტორიები, პრობლემა მოგვარდება. ყველგან დაიხაზება, კონკრეტულად სად, რამდენ პროცენტზე და რამდენ გრადუსზე უნდა დადგეს ავტომობილი. პარკინგის სისტემა განსხვავებული იქნება მოქალაქებიისთვის, სამარშუტო ტაქსებისთვის და სხვადასხვა სახის ტრანსპორტისთვის", – განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ მერის მოადგილემ ზაზა გელაძემ 2015 წლის ივლისში.
პარკირება ფასიანი რომ იქნება, ამას ახალციხის მერიაში ახლაც ადასტურებენ, თუმცა, როდიდან ამოქმედდება და როგორი იქნება გადახდის სისტემა, ჯერ გარკვეული არაა.

„სავარაუდოდ მომავალ წელს გახდება ფასიანი. ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელი ააიპ–ი უხელმძღვანელებს, არც პერსონალია აყვანილი“, – ამბობს მერიის ადმინისტრაციის საორგანიზაციო განყოფილების უფროსი ეკა ბერიძე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა არის საერთო 'ახალციხის ტბასა' და პარკირებას შორის? [Photo]
გამოკითხვა: რას შეცვლის პარკინგის ადგილების განსაზღვრა [Video]
ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე
ნაგავმზიდებისთვის პარკინგის მშენებლობა 55.000 ლარამდე დაჯდება
პარკინგის აკრძალვით უკმაყოფილო მეწარმეებს ქალაქის მერი შეხვდა
ახალციხეში ნაგავმზიდებისთვის პარკინგის მშენებლობა იწყება
დღის ფოტო: ახალციხეში პარკინგის ადგილებზე ნაგვის ურნები დგას [Photo]