FM97.5 / LIVE

ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 26.11.2018
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან გზის მშენებელმა კომპანიამ ასფალტი ჯერ დააგო, მერე კი ცხაურების მოსაწყობად გადათხარა.

ახალციხეში ახლადდაგებული ასფალტი ცხაურების მოსაწყობად გაჭრეს

რუსთაველის ქუჩაზე გზის სამშენებლო სამუშაოებს ახალციხის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საგზაო სამშენებლო სამმართველო N2“ ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ცხაურების მოწყობა უნივერსიტეტის მოპირდაპირე მხარეს თავიდანვე გათვალისწინებული იყო, თუმცა პროექტის განსაზღვრულ ადგილზე მათი გაკეთება შეუძლებელი გახდა.

„იქ, სადაც ცხაურების მოწყობა პროექტით იყო გაწერილი, ფიზიკურად ვერ გავჭერით, რადგან ინტერნეტის კაბელები გადიოდა და ამიტომ შეიცვალა პროექტი და მოუწია სხვა ადგილას გაკეთება“, – გვითხრა მშენებელი კომპანიის დირექტორმა ავთანდილ კაჭკაჭიშვილმა.

ახალციხის მერიასა და მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ჯერ ისევ მიმდინარებს და წლის ბოლომდე დასრულდება. ამ პერიოდში დაზიანებული გზის მონაკვეთიც აღდგება.

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე ახალდაგებული ასფალტი აყარეს
ქეთევან დედოფლის ქუჩაზე აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ
ახალციხეში მთავარ ქუჩაზე ახალდაგებულმა ასფალტმა ერთ ზამთარსაც ვერ გაუძლო
გოდერძის გზის სამშენებლო სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება
მირაშხანში გზის რეაბილიტაცია იწყება
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე დაზიანებული ცხაურების შეკეთება დაიწყეს [Photo]