FM97.5 / LIVE

მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს

მთავარიეკონომიკა 08.10.2013
მომავალი წლისთვის ფერმერებს კარტოფილის ჯიშებში მეტი არჩევანი ექნებათ. ახალი ჯიშები ადგილობრივებს დღეს ჰოლანდიურმა კომპანია "აგრიკომ" გააცნო.

მესხ ფერმერებს სათესლე კარტოფილის ახალი ჯიშები გააცნეს
მარკიზი, ამბიშენი, მუსტანგი, სინორა, ფალუკა, არიზონა, სავიოლა და დესტინი - იმ ჯიშების ჩამონათვალია, რომელიც კომპანია „აგრიკომ“ გამოიყვანა. კომპანიაში ამბობენ, რომ ყველა ეს სახეობა რეგიონის კლიმატზე მორგებული და უხვმოსავლიანია.

„აგრიკოს“ გაყიდვების მენეჯერის იან დეკერის განმარტებით, მუსტანგი, სინორა და დესტინი ჩიფსების მოსამზადებლადაც გამოიყენება.

ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის დირექტორი გურამ ჯინჭველაძე ამბობს, რომ ადგილობრივი ფერმერების უმრავლესობა კარტოფილის თესავს, ამიტომ დღევანდელი შეხვედრა მათთვის ნაყოფიერი იყო.

მისივე თქმით, ფერმერები წლებია აღნიშნული კომპანიის მიერ გამოყვანილ კარტოფილს თესავენ და კარგ მოსავალსაც იღებენ: "ახლა სწორედ ის დროა, როცა მოსავლის დაბინავება სრულდება და იწყება მომავალ წელზე ფიქრი. ფერმერები უნდა ჩამოყალიბდნენ, რომელი ჯიშის კარტოფილი დათესონ. შესაბამისად, ჩვენც ვემზადებით, რომ მათგან მივიღოთ შეკვეთები და დროულად მივაწოდოთ თესლი“.

ფერმერმა ბესო გოგსაძემ საკუთარ ნაკვეთში უკვე გამოსცადა ჰოლანდიური ჯიშის სათესლე კარტოფილი. ამბობს, რომ ახლა ახალი ჯიშის დათესვის სურვილი გაუჩნდა.

„სამომავლოდ სავიოლას დავთესავ, რომელიც დღეს წარმოადგინეს. როგორც ჩანს, უხვი მოსავლით და გემური თვისებებით გამოირჩევა“, - ამბობს იგი.

მსგავსი შეხვედრა დღეს ასპინძაშიც გაიმართა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურმა სადემონსტრაციო ნაკვეთიდან კარტოფილის მოსავალი აიღო
სამცხე–ჯავახეთში ფერმერებმა კარტოფილი ინოვაციური მეთოდით მოიყვანეს
რის მიხედვით არჩევენ ფერმერები რა დათესონ
‘მოსავალს არ ვუჩივით, მაგრამ ფასი არ აქვს რომ გავყიდოთ’ – ფერმერები კარტოფილის მოსავალზე
მეურნე: კარტოფილი რომ არ დალპეს – რჩევები ფერმერებს [Video]
კარტოფილის კიბოს მიმართ რეზისტენტული ჯიშების კვლევა ხულოში [R]
რამდენად მომგებიანია კარტოფილის ბიზნესი